Eng | Geo

ექიმი დერმატოლოგი
სოფო ლილუაშვილი
(+995) 551 51 23 40

ვარდისფერი ფერიმჭამელა (Acne rosacea).

რა არის ვარდისფერი ფერიმჭამელა?

ვარდისფერი ფერიმჭამელა (აკნე როზაცეა) – ეს არის კანის ქრონიკული, ანთებითი დაავადება, რომელიც ვითარდება ზრდასრულ ასაკში.

რა იწვევს დაავადებას?

ეტიოლოგიაში დიდი როლს ასრულებს სისხლძარღვოვანი რეაქციის ცვლილებები და ტკიპა Demodex folliculorum.

როგორ გამოვლინდება დაავადება?

• პირველ ხანებში დაავადებას ახასიათებს სიწითლე და გაფართოვებული სისხლძარღვოვანი ქსელი.
• მოგვიანებით კანზე ჩნდება კვანძები და პუსტულები.
• მძიმე შემთხვევებში ვითარდება კანის გასქელება (რინოფიმა).
• შესაძლოა გამოვლინდეს ქუთუთოების ჰიპერემია და ბლეფარიტი.

არის თუ არა გადამდები დაავადება?

ვარდისფერი ფერიმჭამელა არ არის გადამდები დაავადება.

განკურნებადია თუ არა დაავადება?

ხშირ შემთხვევაში დაავადება განკურნებადია, თუმცა შესაძლოა პერიოდული გამწვავებები.

როგორია მკურნალობის მეთოდები?

    • გამაღიზიანებელი ფაქტორების თავიდან აცილება.
    • ტოპიკური და ორალური ანტიბიოტიკები და ანტიპარაზიტული საშუალებები.
    • კრემები მზისგან დამცავი მაღალი ფაქტორით.
    • დერმაბრაზია და ქირურგიული ჩარევა რინოფიმის დროს.


აკნე როზაცეა აკნე როზაცეა