Eng | Geo

ექიმი დერმატოლოგი
სოფო ლილუაშვილი
(+995) 551 51 23 40

პერიორალური დერმატიტი (Perioral dermatitis)

რა არის პერიორალური დერმატიტი?

პერიორალური დერმატიტი – ეს არის ერითემატოზული, კვანძოვანი, პუსტულური გამონაყარი სახეზე, რითაც იგი ემსგავსება ჩვეულებრივ აკნეს ან ვარდისფერ ფერისმჭამელას, თუმცა მათგან განსხვავებით გამონაყარი იწყება პირის ირგვლივი არედან. მიუხედავად დაავადების სახელწოდებისა, ეს არ არის „დერმატიტი“.

რა იწვევს დაავადებას?

დაავადების ეტიოლოგია უცნობია. ხელშემწყობი ფაქტორებია: მზის ჭარბი ინსოლაცია, ქარიანი ამინდი და სიცხე, სტეროდული კრემებისა და მალამოების გამოყენება, ფტორის შემცველი ჰიგიენური პროდუქტები.

როგორ გამოვლინდება დაავადება?

• გამონაყარი ჩვეულებრივ იწყება პირის ირგვლივი არედან, თუმცა შესაძლოა გავრცელდეს ცხვირისა და თვალების ირგვლივ.
• გამონაყარი წარმოდგენილია კვანძებით და პუსტულებით, რომელთაც აქვთ წითელი ფერი და აქერცლილი ზედაპირი.
• არ ახასიათებს კომედონების არსებობა.

არის თუ არა გადამდები დაავადება?

დაავადება გადამდები არ არის.

განკურნებადია თუ არა დაავადება?

დაავადება განკურნებადია.

როგორია მკურნალობის მეთოდები?

    • ადგილობრივად ანტიპარაზიტული და ანტიბაქტერიული საშუალებებით მკურნალობა.
    • პერორალური ანტიბიოტიკები.
    • ტოპიკური სტეროიდების აკრძალვა.


პერიორაკური დერმატიტი პერიორაკური დერმატიტი პერიორაკური დერმატიტი