Eng | Geo

ექიმი დერმატოლოგი
სოფო ლილუაშვილი
(+995) 551 51 23 40

ალერგიული კონტაქტური დერმატიტი
Allergic contact dermatitis

რა არის ალერგიული კონტაქტური დერმატიტი?

ალერგიული კონტაქტური დერმატიტი- ეს არის კანის ალერგენთან კონტაქტის შედეგად გამოწვეული ჰიპერმგრძნობელობითი რეაქცია.

რა იწვევს დაავადებას?

დაავადების გამომწვევს წარმოადგენს სხვადასხვა სახის ალერგენები (ქიმიური ნივთიერებები, მეტალები, კოსმეტიკური საშუალებები, საღებავები, ტოპიკური ანტიბიოტიკები და სხვა).

როგორ გამოვლინდება დაავადება?

• კანის ალერგენთან კონტაქტის შემდეგ გამონაყარი და ანთების ნიშნები ჩნდება 12-48 საათში, თუმცა შესაძლებელია მოგვიანებითაც.
• გამონაყარის ინტენსივობა დამოკიდებულია ალერგენის კონცენტრაციასა და კანთან მისი ექსპოზიციის დროზე.
• დამახასიათებელია ქავილი, წვა და შეშუპება ალერგენთან კონტაქტის ადგილზე.
• უფრო ხშირი ლოკალიზაციაა სახე, წინამხრები და მტევნები.
• ფოტოალერგიული დერმატიტის დროს გამონაყარი ვითარდება მზის სხივების ექსპოზიციის ფარგლებში.
• გამონაყარი არის ერითემატოზული, შეშუპებული, მოწითალო ელფერის, დამახასიათებელია ბუშტუკებისა და ბუშტების არსებობა.
• პროცესის გენერალიზების დროს გამონაყარი ვრცელდება სხეულის სხვა ნაწილებშიც.

არის თუ არა გადამდები დაავადება?

არ არის გადამდები დაავადება.

განკურნებადია თუ არა დაავადება?

ალერგიული კონტაქტური დერმატიტი განკურნებადი დაავადებაა.

როგორია მკურნალობის მეთოდები?

    • ალერგენის ინდიკაცია და მისი მოქმედების შეწყვეტა.
    • ანტიჰისტამინური პრეპარატები.
    • ტოპიკური სტეროიდები.
    • მძიმე შემთხვევებში სისტემური მოქმედების სტეროიდები.


ალერგიული კონტაქტური დერმატიტი კონტაქტური დერმატიტი kontaqturi dermatiti