
ბუდორივი თმის ცვენა (ალოპეცია)
Alopecia areata
რა არის ბუდობრივი ალოპცია?
ბუდობრივი თმის ცვენა – ეს არის აუტოიმუნური ბუნების დაავადება, რომელიც მიეკუთვნება არანაწიბუროვან ალოპეციას.
რა იწვევს დაავადებას?
დაავადების ეტიოლოგია და ზუსტი პათოგენეზი ცნობილი არ არის, თუმცა დიდ როლს ასრულებს T– ლიმფოციტების აქტივაცია და სხვადასხვა აუტოიმუნური პროცესები, ასევე ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, პერნიციოზული ანემია, ადისონის დაავადება, შაქრიანი დიაბეტი, ჭიებით ინვაზია, ვიტილიგო, დაუნის სინდრომი, სზვადასხვა სახის მედიკამენტები, ფიზიკური და ფსიქოლოგიური სტრესი და სხვა. ძირითადად გავრცელებულია ახალგაზრდა ასაკში.
როგორ გამოვლინდება დაავადება?
• ბუდობრივი ალოპეცია გამოვლინდება ტოტალური (როცა თმიანი საფარველი მთლიანად გაცვენილია თავის თმიან არეში) და უნივერსალური(როცა თმა დაცვენილია მთელს სხეულზე და თავის თმიან არეზე) ფორმით.
• დაავადება გამოვლინდება მომრგვალო ან ოვალური ფორმის, მკვეთრად შემოსაზღვრული თმაგაცვენილი კერების სახით.
• თმაგაცვენილ კერაში კანი სტრუქტურულად შეუცვლელია, არ აღინიშნება აქერცვლა.
• თმის ფოლიკულები განლეულია, ან აღინიშნება სუსტი, ღია ფერის ღინღლი.
• ხშირად თმის ცვენა გამოხატულია წარბებისა და წამწამების არეში.
• ხშირია პარალელურად ფრჩხილების დისტროფიული დაზიანებაც.
განკურნებადია თუ არა დაავადება?
დაავადება უმეტეს შემთხვევაში განკურნებადია, ზოგჯერ აქვს ქრონიკული ხასიათი, თმის პერიოდული დაცვენის და ამოსვლის ეპიზოდებით.
როგორ ხდება დაავაადების მკურნალობა?
• თანმხლები დაავადების დეტექცია და შესაბამისი მკურნალობა.
• იმუნოკორექცია.
• ადგილობრივი და იშვიათად ზოგადი სტეროიდოთერაპია.
• ემოციური მხარდაჭერა.
• დამხმარე მეთოდები (მეზოთერაპია, პლაზმოლიფტინგი, დარსონვალიზაცია).