Eng | Geo

ექიმი დერმატოლოგი
სოფო ლილუაშვილი
(+995) 551 51 23 40

სტატიები

კანი ახალშობილთა ასაკში


ბავშვთა ასაკის დერმატოზები გამოირჩევიან სიმრავლით და კლინიკური მრავალფეროვნებით, კერძოდ დაავადებათა ჩამონათვალი წარმოდგენილია კანის ტრანზიტორული ( გარდამავალი) და ქრონიკული ცვლილებებით.

კანის გარდამავალ ცვლილებებს მიეკუთვნება:
      • კანის რეტიკულური (ბადისებრი) სისხლძარღვოვანი რეაქცია, რომელიც მყისიერად გაივლის სითბოში.
      • კაპილარული ექტაზია, რომელიც ხშირად ლოკალიზებულია ქუთუთოების არეში და ყელზე და გაივლის სიცოცხლის პირველ წელს.
      • პეტექიები, რომლებიც გამოწვეულია მშობიარობის დროს მიღებული ტრავმით.
      • კარგად გამოხატული აქერცვლა, რომელიც განსაკუთრებით შეინიშნება სიცოცხლის პირველ 28 დღეს.
      • ცხიმოვანი ჯირკვლების ჰიპერპლაზია, რომელიც ხშირად გამოვლინდება ცხვირის არეში.
      • ახალშობილთა აკნე, რომელიც დგამოვლინდება პუსტულების არსებობით სახისა და თავის არეში და უკავშირდება ჰორმონალურ კრიზს.
      • ახალშობილთა სებორეული დერმატიტი, რომელიც გამოვლინდება თავის თმიან არეში, სახეზე და სხეულზე, ნაოჭების არეში ერითემატოზული, აქერცლილი, მოვარდისფრო ელფერის კერების სახით.
      • მილიუმის კვანძები, რომლებიც გამოვლინდებიან სახის მიდამოში.
      • მონგოლოიდური ლაქა ( დერმალური მელანოზი), რომელსაც ახასიათებს მოლურჯო– მონაცრისფრო ლაქის არსებობა გავის ან ზურგის არეში. ხშირია შავკანიანთა რასაში. უკუგანვითარდება 5 წლამდე ასაკში.

კანის ქრონიკულ დაავადებებს, რომლებიც გამოვლინდებიან ახალშობილთა ასაკში, მიეკუთვნება:
      • მასტოციტოზი, რომელიც სხვადასხვა შემთხვევაში წარმოდგენილია მასტოციტომის( ერთეული დიდი ზომის, მოყვითალო ფერის ლაქის სახით), პიგმენტური ურტიკარიის ( მოყავისფრო ჭორფლისმაგვარი გაფანტულად მდებარე მაკულებით) და კანის დიფუზური მასტოციტოზის (თან ახლავს ჰიპოტენზია, დიარეა, სინკოპე) სახით.
      • ატოპიური დერმატიტი, რომელიც გამოწვეულია გენეტიკური და გარემო ფაქტორების ზეგავლენით. გამოვლინდება დამახასიათებელი ლოკალიზაციის მქონე ლიქენიფიცირებული გამონაყარით, რომელიც ხშირად შეუღლებულია კანის გენერალიზებულ სიმშრალესთან.
      • ნეიროფიბრომატოზი, რომელიც წარმოდგენს გენეტიკურად დეტერმინირებულ დაავადებას და კანის დაზიანების გარდა ახასიათებს სისტემური გამოვლინებები.
      • ვულგარული იქთიოზი, რომელსაც ახასიათებს კანის გარქოვანების დარღვევა, წარმოადგენს გენეტიკურად დეტერმინირებულ, ქრონიკულ დაავადებას.
      • ვასკულარული მალფორმაციები, რომლებიც შესაძლოა იყოს კაპილარული, არტერიული, ვენოზური ან არტერიოვენოზური (პორტვეინის ლაქა, კაპილარული ჰემანგიომა).



ძიება ვებ-გვერდზე

Geo Font


ბავშვთა კანი