Eng | Geo

ექიმი დერმატოლოგი
სოფო ლილუაშვილი
(+995) 551 51 23 40

სტატიები

მზის სხივების მოქმედება კანზე


სიცოცხლის არსებობა დედამიწაზე დამოკიდებულია მზის სხივების სითბოსა და სინათლეზე, თუმცა მზის სხივებს ჭარბი ინსოლაციით შეუძლიათ უარყოფითი გავლენა მოახდინონ კანზე. კანის კიბო, ფოტოსენსიტიური რექციები კანზე და დამწვრობა ხშირად გამოწვეულია მათი დამაზიანებელი მოქმედებით.

მზის ულტრაიისფერი გამოსხივება იყოფა მოკლე (UVC), საშუალო (UVB) და გრძელტალღოვან (UVA) ემისიურ გამოსხივებად. დედამიწამდე მოსული გამოსხივების ძირითადი ნაწილი გრძელტალღოვანია, დანარჩენი კი შთაინთქმება ატმოსფეროში ოზონის შრის მიერ. გრძელტალღოვანი გამოსხივების ნაწილი აბსორბირდება კანის ეპიდერმისში, მცირე ნაწილი კი პენეტრირდება დერმაში.

ულტრაიისფერი გამოსხივებით კანის დაზიანების ხარისხი დამოკიდებულია:
• გამოსხივების სიძლიერეზე.
• ექსპოზიციის დროზე.
• კანის ტიპზე.

მზის სხივების ჭარბი ინსოლაციით ხდება კანის უჯრედების დნმ–ს დაზიანება, რაც იწვევს მძიმე დამწვრობას, რომელიც გამოხატულია თავდარველად ბუშტებით და მოგვიანებით დესქვამაციით. გამოსხივება ასევე გავლენას ახდენს ლოკალურ და სისტემურ იმუნიტეტზე, იწვევს რეკურენტულ ჰერპესულ გამონაყარს და მონაწილეობს კანის კიბოს პათოგენეზში.

ეპიდერმალური პიგმენტი მელანინი გარკვეულწილად ახდენს ულტრაიისფერი გამოსხივების აბსორბციას და გაუვნებელყოფას. მუქი შეფერილობის კანში მელანოციტები იგივე რაოდენიბითაა, როგორც ღია ფერის კანში, თუმცა მასში უფრო დიდი რაოდენობითაა პიგმენტი მელანინი, ამიტომ ღია ფერის კანი უფრო მალე იღებს რუჯს და შესაბამისად მარტივადაც ზიანდება მზის სხივების მოქმედებით.



ძიება ვებ-გვერდზე

Geo Font
კანი და მზის სხივი