
ბულოზური ეპიდერმოლიზი (Epidermolysis bullosa)
რა არის ბულოზური ეპიდერმოლიზი?
ბულოზური ეპიდერმოლიზი – ეს არის ქრონიკული, აუტოიმუნური დაავადება.
რა იწვევს დაავადებას?
დაავადება არის აუტოიმუნური ბუნების, ხშირ შემთხვევაში დაკავშირებულია გენურ მუტაციასთან.
როგორ გამოვლინდება დაავადება?
ბულოზური ეპიდერმოლიზი გამოვლინდება ბავშვთა ასაკში, მცირე ფიზიკური ტრავმის შედეგად.
• ახასიათებს კანზე ბუშტების არსებობა და მათი გასკდომის შემდეგ შეხორცების გაძნელება.
• პროცესში ჩართულია ლორწოვანი გარსებიც.
• ხშირია დისტროფიული ფორმები (გამოხატული კიდურების დისტალური ნაწილების დისტროფიით).
არის თუ არა გადამდები დაავადება?
დაავადება გადამდები არ არის.
განკურნებადია თუ არა დაავადება?
დაავადება ქრონიკული ხასიათისაა, თუმცა სწორად დანიშნული მკურნალობა ამცირებს რეციდივებს, მიიღწევა ხანგრძლივი რემისია.
როგორია მკურნალობის მეთოდები?
• სტეროიდებით მკურნალობას დაავადება ნაკლებად ემორჩილება.
• მწვავე შემთხვევებში შესაძლებელია ციკლოსპორინის გამოყენება.
• მკურნალობა სიმპტომატურია.
• მეორადი ინფექციის პრევენცია.
ძიება ვებ-გვერდზე
