Eng | Geo

ექიმი დერმატოლოგი
სოფო ლილუაშვილი
(+995) 551 51 23 40

ვულგარული პემფიგუსი (Pemphigus vulgaris)

რა არის ვულგარული პემფიგუსი?

ვულგარული პემიგუსი – ეს არის კანისა და ლორწოვანი გარსების იშვიათი, აუტოიმუნური დაავადება.

რა იწვევს დაავადებას?

დაავადება არის აუტოიმუნური ბუნების, ანტისხეულები მიმართულია უჯრედშორისი მაცემენტებელი ნივთიერების მიმართ, რაც იწვევს ეპიდერმისისა და დერმის ერთმანეთისაგან განშრევებას. ხშირია მოხუცებულობის ასაკში.

როგორ გამოვლინდება დაავადება?

• უმეტესად გამონაყარი პირველად ჩნდება პირის ღრუში, ტკივილით და ყლაპვის გაძნელებით.
• ახასიათებს დიდი ზომის, სითხით სავსე ბუშტების არსებობა.
• ბუშტების ადგილზე მოგვიანებით ვითარდება ეროზიები და თხელი ქერქები.
• დადებითია „ნიკოლსკის“ სიმპტომი.
• არ ახასიათებს ქავილი.
• ხშირია მეორადი ინფიცირება.

არის თუ არა გადამდები დაავადება?

დაავადება გადამდები არ არის.

განკურნებადია თუ არა დაავადება?

დაავადება ქრონიკული ხასიათისაა, თუმცა სწორად დანიშნული მკურნალობა ამცირებს რეციდივებს, მიიღწევა ხანგრძლივი რემისია.

როგორია მკურნალობის მეთოდები?

    • მკურნალობა ხანგრძლივია და პაციენტი საჭიროებს ექიმის მუდმივ მეთვალყურეობას.
    • პერორალური სტეროიდების მაღალი დოზები.
    • სტეროიდების გვერდითი მოვლენების მართვა.
    • ადგილობრივი სტეროიდული საშუალებები.


ვულგარული პემიგუსი vulgaruli pemfigusi