Eng | Geo

ექიმი დერმატოლოგი
სოფო ლილუაშვილი
(+995) 551 51 23 40


კლოსუნი

პუდრის სახით!
ადგილობრივი გამოყენებისთვის!

შემადგენლობა:
კლოტრიმაზოლის ფხვნილი, სიმინდის სახამებელი, გასუფთავებული ტალკი, ლავანდის არომატი.
კლოტრიმაზოლი არის იმიდაზოლის წარმოებული, ანტიმიკოზული აქტივობის ფართო სპექტრით. აგრეთვე მოქმედებს Trichomonas vaginalis, staphylococcus, streptococcus და Bacteroides წინააღმდეგ. არ მოქმედებს ლაქტობაცილებზე.

რა დროს უნდა გამოვიყენოთ?

- კლოსუნი გამოიყენება გარეგანად როგორც დამხმარე საშუალება;
- როგორც პროფილაქტიკური საშუალება რეინფექციის წინააღმდეგ;
- განსაკუთრებით ინფექციების დროს, რომლებიც მოიცავს კანის ნაოჭებს და სადაც ოფლიანობა პრობლემატურია.

მოქმედების მექანიზმი
სოკოების წინააღმდეგ კლოტრიმაზოლი მოქმედებს ერგოსტეროლის სინთეზის ინჰიბირებით. ერგოსტეროლის სინთეზის ინჰიბირება იწვევს ციტოპლაზმური მემბრანის სტრუქტურულ და ფუნქციურ დაზიანებას.

ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები
კანზე გამოყენების შემდეგ ფარმაკოკინეტიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ კლოტრიმაზოლი პრაქტიკულად არ შეიწოვება ინტაქტური ან ანთებადი კანიდან სისხლის მიმოქცევაში. შედეგად, შრატში კლოტრიმაზოლის კონცენტრაცია აღმოჩენად ზღვარზე - 0.001 μგ/მლ-ზე დაბალი იყო, რაც მიუთითებს, რომ კლოტრიმაზოლის ადგილობრივად გამოყენება არ იწვევს სისტემურ ან გვერდით ეფექტებს.

ორსულობა და ლაქტაცია
დასნებოვნებული ორსულებისგან მრავალი შემთხვევებისგან მიღებული მონაცემები არ ავლენს კლოტრიმაზოლის გვერდით ეფექტებს ორსულობაზე ან ნაყოფის/ახალშობილის ჯანმრთელობაზე. კლოტრიმაზოლის გამოყენება ორსულობის დროს შესაძლებელია, მაგრამ მხოლოდ ექიმის ან (მეანის) მეთვალყურეობის ქვეშ.

შენახვის ვადა
36 თვე.

შენავის პირობები
ინახება 25°C ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ ადგილზე.

• აფთიაქიდან გაცემის წესი: III ჯგუფი. გაიცემა რეცეპტის გარეშე
• გამოშვების ფორმა: ფხვნილი
• რაოდენობა შეფუთვაში: №1
• დოზა: 100 გ
• მომხმარებელთა ჯგუფი: მამაკაცი , ქალი , ბავშვი