Eng | Geo

ექიმი დერმატოლოგი
სოფო ლილუაშვილი
(+995) 551 51 23 40

წითელი ქარი (Erysipelas)

რა არის წითელი ქარი?

წითელი ქარი - ეს არის ზედაპირული ცელულიტი, კლასიკური ცელულიტისაგან განსხვავდება დაზიანების ზედაპირულობით.

რა იწვევს წითელი ქარს?

წითელ ქარს იწვევს - Streptococcus pyogenes, Staphylococcus aureus , streptococcus A. ახალშობილებში გამომწვევს წარმოადგენს Streptococcus B.

როგორ გამოვლინდება დაავადება?

• წითელ ქარს ახასიათებს პროდრომალური პერიოდი (ცხელება, კუნთების ტკივილი, ანორექსია).
• ლიმფადენოპათია, მკვეთრი მტკივნეულობით, ქავილი, დაჭიმულობა და ტკივილი დაზიანების არეში.
• დამახასიათებელი ლოკალიზაციაა კიდურები და სახე, ახალშობილებში- ჭიპის მიდამო.
• კანზე შესაძლოა გამოხატული იყოს მკვეთრი საძღვრების მქონე ერითემა, კანი შეხებით ცხელია.

არის თუ არა გადამდები?

წითელი ქარი არ არის გადამდები დაავადება.

განკურნებადია თუ არა წითელი ქარი?

ხშირ შემთხვევაში დაავადება განკურნებადია, თუმცა შესაძლოა პერიოდული გამწვავებები.

როგორია მკურნალობის მეთოდები?

     • სისტემური ანტიბიოტიკოთერაპია, ფლორის მგრძნობელობის გათვალისწინებით.
     • საჭიროების შემთხვევაში ჰოსპიტალიზაცია.
     • მკურნალობა ანტიკოაგულანტებით.


სასარგებლო რჩევები:

• მოსვენებითი რეჟიმი, იმობილიზაცია.
• გრილი სითხის საფენები.

წითელი ქარი tsiteli qari წითელი ქარი