Eng | Geo

ექიმი დერმატოლოგი
სოფო ლილუაშვილი
(+995) 551 51 23 40

ერითრაზმა (Erythrasma)

რა არის ერითრაზმა?

ერითრაზმა - ეს არის ინტერტრიგინოზული ბაქტერიული ინფექცია, რომელიც ხშირია შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პირებში.

რა იწვევს ერითრაზმას?

ერითრაზმის გამომწვევს წარმოადგენს ბაქტერია Corynebacterium minutissimum.

როგორ გამოვლინდება დაავადება?

• დაავადებისათვის დამახასიათებელი ლოკალიზაციაა ნაოჭების არე: საზარდულის მიდამო, მკერდის ქვეშ, მუცლის ქვემო ნაოჭი, იღლიების ფოსოები, თითებს შორის არეები.
• ახასიათებს მკვეთრად შემოფარგლული მოვარდისფრო და მოყავისფრო ლაქები, ზედაპირზე აქერცვლით, ნახეთქებით და მაცერაციით.

არის თუ არა ერითრაზმა გადამდები?

დაავადება გადამდებია, გადაეცემა კანის კანთან უშუალო კონტაქტით.

განკურნებადია თუ არა ერითრაზმა?

დაავადება განკურნებადია.

როგორია მკურნალობის მეთოდები?

     • ადგილობრივი ანტიბაქტერიული საშუალებები.


eritrazma ერითრაზმა