Eng | Geo

ექიმი დერმატოლოგი
სოფო ლილუაშვილი
(+995) 551 51 23 40

ფურუნკული და კარბუნკული (Furuncles and Carbuncles).

რა არის ფურუნკული და კარბუნკული?

ფურუნკული - ეს არის კანის ზედაპირული აბსცესი, გამოწვეული სტაფილოკოკებით. ანთებითი პროცესი მოიცავს თმის ფოლიკულს და მის ირგვლივ მდებარე ქსოვილს.

კარბუნკული - ეს არის ფურუნკულების გროვა, რომელიც ვითარდება კანქვეშ. იწვევს ნაწიბურის წარმოქმნას. იგი უფრო ზედაპირულია, ვიდრე კანის აბსცესი.

რა იწვევს ფურუნკულს და კარბუნკულს?

უმეტესად გამომწვევს წარმოადგენს Staphylococcus aureus , ასევე მისი ასოცირება შესაძლებელია სხვა გამომწვევებთან: Escherichia coli, Pseudomona aeruginosa, Streptococcus faecialis. ხელშემწყობ ფაქტორებს მიეკუთვნება: ჰიპერჰიდროზი, ჰიგიენის დაუცველობა, იმუნოსუპრესია, ენდოკრინული დარღვევები, სიმსუქნე.

როგორ გამოვლინდება დაავადება?

• ფურუნკული გამოვლინდება წითელი, შეშუპებული და მტკივნეული კვანძებით, ხოლო კარბუნკული -ღრმად მდებარე, მკვრივი კონსისტენციის, დაჭიმული ერითემატოზული პაპულებით, რომელთაც ახასიათებს ფლუქტუაცია და ზოგადი სიმპტომები (ცხელება, შემცივნება და სხვა).

არის თუ არა გადამდები?

ფურუნკული და კარბუნკული არ არის გადამდები დაავადება.

განკურნებადია თუ არა ფურუნკული და კარბუნკული?

ხშირ შემთხვევაში დაავადება განკურნებადია, თუმცა შესაძლოა პერიოდული გამწვავებები.

როგორია მკურნალობის მეთოდები?

    • დაავადების ხელშემწყობი ფაქტორების თავიდან აცილება.
    • ადგილობრივი მკურნალობა ანტიბიოტიკებით.
    • სისტემური ანტიბიოტიკოთერაპია და იმუნოთერაპია.
    • მძიმე შემთხვევაში ქირურგიული ინციზია და დრენირება.


ფურუნკული, კარბუნკული ფურუნკული, კარბუნკული ფურუნკული, კარბუნკული