Eng | Geo

ექიმი დერმატოლოგი
სოფო ლილუაშვილი
(+995) 551 51 23 40

skin

იმპეტიგო (Impetigo)

რა არის იმეტიგო?

იმპეტიგო - ეს არის კანის, გადამდები ინფექციური დაავადება.

რა იწვევს იმპეტიგოს?

იმპეტიგოს გამომწვევია Streptococcus Pyogenes და Staphylococcus aureus . დაავადების ხელშემწყობ ფაქტორებს მიეკუთვნება: კანის ბარიერული ფუნქციის დარღვევა, გარემოს მაღალი ტემპერატურა, ცუდი სანიტარული პირობები, ჭარბოფლიანობა.

როგორ გამოვლინდება დაავადება?

დაავადება შეძლოა გამოვლინდეს კანზე ბუშტუკებისა და ჩირქოვანი პუსტულების ჯგუფებად განლაგებით ან სითხით სავსე დიდი ზომის ბუშტების არსებობით. დაავადებას ახასიათებს ქავილი სუსტი ინტენსივობის ტკივილი და დისკომფორტი.

არის თუ არა იმპეტიგო გადამდები?

დაავადება გადამდებია, გადაეცემა კანის კანთან უშუალო კონტაქტით.

განკურნებადია თუ არა იმპეტიგო?

დაავადება განკურნებადია.

როგორია მკურნალობის მეთოდები?

     • ადგილობრივი გამოყენების ანტიბიოტიკის შემცველი პრეპარატები.
     • გავრცელებულ შემთხვევაში ორალური ანტიბიოტიკები.
     • ანტიჰისტამინური პრეპარატები.
     • ჰიგიენური პირობების დაცვა.


სასარგებლო რჩევები:

     • გამონაყარის მექანიკური გაღიზიანების თავიდან აცილება.
     • წყლის პროცედურებისაგან თავის შეკავება.

იმპეტიგო იმპეტიგო impetigo