Eng | Geo

ექიმი დერმატოლოგი
სოფო ლილუაშვილი
(+995) 551 51 23 40

დერმატომიოზიტი (Dermatomyositis)

რა არის დერმატომიოზიტი?

დერმატომიოზიტი - ეს არის იდიოპათიური ბუნების შემაერთებელქსოვილივანი დაავადება, რომელსაც ახასიათებს გამოვლინებები ორგანოთა სისტემების მხრივ.

რა იწვევს დაავადებას?

დაავადების ეტიოლოგია ცნობილი არ არის. უფრო ხშირად ვითარდება ქალებში. იშვიათია ბავშვთა ასაკში.

როგორ გამოვლინდება დაავადება?

• დერმატომიოზიტის დიაგნოზი დაისმის იმ შემთხვევაში, როცა დადებითია ჩამოთვლილი ნიშნიდან რამოდენიმე მაინც, ესენია: პროქსიმალური კუნთების სიმეტრიული სისუსტე, კუნთების ენზიმების რაოდენობის მატება სისხლში, ცვლილებები ეკგ-ზე, კუნთების სტუქტურის ცვლილებები ბიოფსიურ მასალაში, კანის ცვლილებები.
• კანის ცვლილებები გამოხატულია პათოგნომური „გოტრონის პაპულებით“, რომელიც წარმოდგენილია წვრილი სახსრების არეში იისფერი პაპულების სახით.
• გულმკერდის, ზურგის, მხრების არეში გამოხატულია ტელეანგიექტაზიები, ჰიპო- და ჰიპერპიგმენტაციები და ატროფიული კერები.
• ხშირად ახასიათებს ქავილი.
• ფრჩხილების ირგვლივ გამოხატულია ტელეანგიექტაზიები და ერითემა.
• თავის თმიან არეში გამოხატულია ალოპეცია, ქავილი და აქერცვლა.
• პაციენტებს ხშირად უჭირთ ისეთი მოძრაობების შესრულება, როგორიცაა: თმის დავარცხნა, კიბეზე ასვლა, სკამიდან ვერტიკალურ პოზიციაში გადასვლა და სხვა.
• ქუთუთოების არეში დამახასიათებელია შეშუპება და ერითემა.

გადამდებია თუ არა დაავადება?

დაავადება გადამდები არ არის.

განკურნებადია თუ არა დაავადება?

დაავადებას აქვს ქრონიკული ხასიათი, თუმცა მკურნალობის შემდეგ მკვეთრად უმჯობესდება სუბიექტური და ობიექტური მაჩვენებლები.

როგორ ხდება დაავაადების მკურნალობა?

    • სისტემური სტეროიდები.
    • ციტოსტატიკები.
    • ანტიჰისტამინური პრეპარატები ქავილის შემთხვევაში.
    • დაცვა მზის გამოსხივებისაგან.
    • ანტიმალარიული პრეპარატები.


dermatomioziti დერმატომიოზიტი


ძიება ვებ-გვერდზე
Geo Font