Eng | Geo

ექიმი დერმატოლოგი
სოფო ლილუაშვილი
(+995) 551 51 23 40

მრავალფორმიანი ექსუდაციური ერითემა
Erythema multiforme

რა არის მრავალფორმიანი ექსუდაციური ერითემა?

მრავალფორმიანი ექსუდაციური ერითემა - ეს არის ინფექციურ-ალერგიული ბუნების დაავადება, რომელსაც ახასიათებს მწვავე მიმდინარეობა და ”სამიზნის” მქონე გამონაყარის არსებობა.

რა იწვევს დაავადებას?

• დაავადება ხშირად ასოცირებულია სხვადასხვა სახის ინფექციურ დაავადებებთან, როგორიცაა ჰერპეს ვირუსული, მიკოპლაზმას მიერ გამოწვეული და ზემო სასუნთქი გზების ინფექციები.
• იშვიათად დაკავშირებულია სხვადასხვა სახის ალერგენებთან, ხშირად ახლავს ავთვისებიან სიმსივნეებს და ორსულობის პერიოდს.
• დაავადება გამოხატავს ციტოტოქსიურ იმუნურ პასუხს სხვადასხვა სახის ანტიგენზე.

როგორ გამოვლინდება დაავადება?

• დაავადება შესაძლოა გამოვლინდეს ერითემატოზული ლაქების, ”სამიზნის” მქონე ბუშტუკებისა და ბუშტების სახით.
• გამონაყარს ახასიათებს წვა და ქავილი.
• გამონაყარი ქრება დანაწიბურების გარეშე.
• ახასიათებს ანთებისშემდგომი ჰიპერპიგმენტაციები.
• ურტიკარიისაგან განსხვავებით, გამონაყარი არ ქრება რამდენიმე საათში.
• ახასიათებს ”კებნერის ფენომენი” - ანუ გაღიზიანების ადგილზე ახალი ელემენტების წარმოქმნა.
• გამონაყარს შესაძლოა თან ახლდეს საერთო სისუსტე, ხველა და ცხელება.

არის თუ არა გადამდები დაავადება?

მრავალფორმიანი ექსუდაციული ერითემა არ არის გადამდები დაავადება.

განკურნებადია თუ არა დაავადება?

დაავადება განკურნებადია.

როგორია მკურნალობის მეთოდები?

    • ტოპიკური ანტიბაქტერიული საშუალებები.
    • ორალური სტეროიდები- მძიმე შემთხვევებში.
    • თანმხლები დაავადების მკურნალობა.
    • მეორადი ინფიცირების პრევენცია.


მრავალფორმიანი ექსუდაციური ერითემა ექსუდაციური ერითემა ექსუდაციური ერითემა