Eng | Geo

ექიმი დერმატოლოგი
სოფო ლილუაშვილი
(+995) 551 51 23 40

კვანძოვანი ერითემა
Erythema nodosum

რა არის კვანძოვანი ერითემა?

კვანძოვანი ერითემა - ეს არის პანიკულიტის ერთ-ერთი ფორმა, რომელიც ხასიათდება მოვარდისფრო ელფერის კანქვეშა კვანძებით.

რა იწვევს დაავადებას?

• დაავადება წარმოადგენს ჰიპერმგრძნობელობით რეაქციას სხვადასხვა სახის ანტიგენურ გამაღიზიანებელზე. ის შესაძლოა გამოწვეული იყოს სხვადასხვა სახის ბაქტერიული ინფექციით ( სტრეპტოკოკული ინფექცია, ტუბერკულოზი, კეთრი). ვირუსული ინფექციებით (ებშტეინ- ბარის ვირუსი, ჰეპატიტები, ჰერპეს ვირუსი და სხვა), მედიკამენტებით (სულფონამიდები, ორალური კონტრაცეპტივები, იოდიდები, ბრომიდები, სალიცილატები), სიმსივნეებით (ლიმფომა, ლეიკემია), ანთებითი დაავადებებით ( წყლულოვანი კოლიტი, სარკოიდოზი, კრონის დაავადება, სვიტის სინდრომი).
• დაავადებას შესაძლოა ჰქონდეს იდიოპათიური ხასიათი.

როგორ გამოვლინდება დაავადება?

• კანზე გამონაყარი წარმოდგენილია მოვარდისფრო ელფერის, კანქვეშა მტკივნეული, პალპაციით მკვრივი კვანძებით.
• დამახასიათებელი ლოკალიზაციაა კიდურები, თუმცა შესაძლოა ჰქონდეს გენერალიზებული ხასიათი.
• გამონაყარს ხშირად თან ახლავს საერთო სისუსტე, დიარეა, ცხელება და თავის ტკივილი.
• გამონაყარი არ ტოვებს ნაწიბურებს.

არის თუ არა გადამდები დაავადება?

კვანძოვანი ერითემა არ არის გადამდები დაავადება.

განკურნებადია თუ არა დაავადება?

დაავადება განკურნებადია.

როგორია მკურნალობის მეთოდები?

    • თანმხლები დაავადების დეტექცია და მკურნალობა.
    • მოსვენებითი რეჟიმი.
    • კიდურების კომპრესია.
    • არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები.
    • მძიმე შემთხვევაში სისტემური მოქმედების სტეროიდები.


kvandzovani eritema eritema