Eng | Geo

ექიმი დერმატოლოგი
სოფო ლილუაშვილი
(+995) 551 51 23 40

ჰენოხ-შონლეინის პურპურა
Henoch-Schonlein purpura

რა არის ჰენოხ-შონლეინის პურპურა?

ჰენოხ- შონლეინის პურპურა - ეს არის მცირე კალიბრის სისხლძარღვების ანთება, რომელიც ძირითადად გვხვდება ბავშვთა ასაკში.

რა იწვევს დაავადებას?

დაავადების პათოგენეზში მნიშვნელოვანია პოსტკაპილარულ ვენულებში A იმუნოგლობულინების ჩალაგება. ხელშემწყობ ფაქტორებს მიეკუთვნება ინფექციური დაავადებები.

როგორ გამოვლინდება დაავადება?

• დაავადების პირველი გამოვლინება ხდება 4-8 წლის ასაკში, ჩვეულებრივ ვითარდება მწვავე რესპირატორული ინფექციიდან 1-2 კვირის შემდეგ.
• დაავადება გამოვლინდება მოვარდისფრო ან მოწითალო ლაქების სახით, რომელთა ადგილზეც მალევე წარმოიქმნება კვანძი.
• ხშირი ლოკალიზაციაა ქვემო კიდურები და დუნდულების არე.
• 3 წლამდე ასაკში ხშირია თვალბუდის არეებისა და ყურების შეშუპება.
• შემთხვევათა უმრავლესობაში გამონაყარს თან ერთვის ცხელება, თავის ტკივილი, ართრალგია და აბდომინალური ტკივილი.
• იშვიათად შესაძლოა განვითარდეს სისტემური ცვლილებები (ნერვული, კარდიოლოგიური და პულმონალურ სისტემათა ორგანოების დაზიანებით).

არის თუ არა გადამდები დაავადება?

არ არის გადამდები დაავადება.

განკურნებადია თუ არა დაავადება?

ჰენოხ- შონლეინის პურპურა განკურნებადი დაავადებაა.

როგორია მკურნალობის მეთოდები?

    • ართრალგიის შემთხვევაში არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები.
    • რთულ შემთხვევებში სისტემური სტეროიდები.
    • სხვადასხვა პროფილის ექიმ-სპეციალისტების მეთვალყურეობა.


ჰენოხ-შონლეინის პურპურა პურპურა