
ქრონიკული ეგზემა (Cronic eczema)
რა არის ქრონიკული ეგზემა?
ქრონიკული ეგზემა - ეს არის კანის ქრონიკული ანთება, რომელსაც აქვს ალერგიული ხასიათი, ხასიათდება ანთებადი, აქერცვლადი და ლიქენიფიცირებული კერების არსებობით კანზე.
რა იწვევს დაავადებას?
დაავადების პათოგენეზური მექანიზმი ალერგიულია. ალერგენად შესაძლოა მოგვევლინოს სხვადასხვა სახის გამღიზიანებელი: საკვები პროდუქტები, მწერების ნაკბენები, ადგილობრივი მოდარღვევა და ქმედების ანტიბიოტიკები, საიუველირო ნაწარმი, სარეცხი საშუალებები, დიეტის უხეში დარღვევა და სხვა.
როგორ გამოვლინდება დაავადება?
• დაავადება გამოვლინდება გასქელებული, ლიქენიფიცირებული, აქერცვლადი გამონაყარის სახით.
• ხშირია ექსკორიაციების (ნაკაწრების) არსებობა.
• დამახასიათებელი ლოკალიზაციაა კისრის უკანა ზედაპირი, მუხლქვეშა ფოსოები, კოჭები, ქუთუთოები და გენიტალიუმის მიდამო.
• ხშირია ანთებისშემდგომი ჰიპერპიგმენტაციები და ღრმა ნახეთქები.
• ახასიათებს საშუალო ან ძლიერი ინტენსივობის ქავილი.
არის თუ არა გადამდები დაავადება?
ქრონიკული ეგზემა არ არის გადამდები დაავადება.
განკურნებადია თუ არა დაავადება?
დაავადებას აქვს ქრონიკული ხასიათი, თუმცა სათანადო მკურნალობის პირობებში მიიღწევა მყარი რემისია.
როგორია მკურნალობის მეთოდები?
• დიეტა, გამაღიზიანებელი ფაქტორების თავიდან აცილება.
• ანტიჰიტამინური საშუალებები.
• ადგილობრივად კანის დამატენიანებელი და სტეროიდული საშუალებები.
• გამონაყარის მეორადი ინიცირების პრევენცია.