Eng | Geo

ექიმი დერმატოლოგი
სოფო ლილუაშვილი
(+995) 551 51 23 40

დისჰიდროზული ეგზემა (Eczema dishydroticum)

რა არის დისჰიდროზული ეგზემა?

დისჰიდროზული ეგზემა - ეს არის მწვავე ეგზემატოზური, ალერგიული ბუნების რეაქცია, რომელიც ხასიათდება შეშუპებით და კანქვეშა ბუშტუკების წარმოქმნით.

რა იწვევს დაავადებას?

დაავადების პათოგენეზური მექანიზმი ალერგიულია. ალერგენად შესაძლოა მოგვევლინოს სხვადასხვა სახის გამღიზიანებელი: საკვები პროდუქტები, მწერების ნაკბენები, ადგილობრივი და სისტემური მოქმედების ანტიბიოტიკები, საიუველირო ნაწარმი, სარეცხი საშუალებები, დიეტის უხეში დარღვევა და სხვა.

როგორ გამოვლინდება დაავადება?

• დაავადება გამოვლინდება ერითემით, შეშუპებით და კანქვეშა სითხოვანი ბუშტუკების წარმოქმნით.
• მძიმე შემთხვევებში შესაძლოა გამოვლინდეს დიდი ზომის ბუშტებით.
• ხშირია გამონაყარის მეორადი ინფიცირება.
• დაავადებას ახლავს ძლიერი ინტენსივობის ქავილი.
• ახასიათებს ექსუდაცია და თხელი ქერქები, ასევე ექსკორიაციები.
• დამახასიათებელი ლოკალიზაციაა კიდურების დისტალური ნაწილები.
• ხშირად დაავადება ვითარდება როგორც ”id“ რეაქცია სოკოვან ინფექციაზე, სოკოთი დაზიანებული კერიდან მოშორებით.
• ხშირია გამონაყარის მეორადი ინფიცირება.

არის თუ არა გადამდები დაავადება?

დისჰიდროზული ეგზემა არ არის გადამდები დაავადება.

განკურნებადია თუ არა დაავადება?

დაავადება განკურნებადია, თუმცა გამორიცხული არ არის განმეორებითი ეპიზოდების განვითარება.

როგორია მკურნალობის მეთოდები?

    • კიდურების მოსვენებითი რეჟიმი შეშუპების მოსახსნელად.
    • დიეტა, გამაღიზიანებელი ფაქტორების თავიდან აცილება.
    • ორალური ანტიჰისტამინები.
    • ადგილობრივად სტეროიდული საშუალებები.
    • მძიმე შემთხვევებში სისტემური სტეროიდები.
    • გამონაყარის მეორადი ინფიცირების პრევენცია.


დისჰიდროზული ეგზემა ეგზემა egzema


ძიება ვებ-გვერდზე

Geo Font
კანის აგებულება