Eng | Geo

ექიმი დერმატოლოგი
სოფო ლილუაშვილი
(+995) 551 51 23 40


ექსოდერილი®

ექსოდერილი®, 10მლ 1% გარეგანი გამოყენების ხსნარი ფლაკონი №1
ექსოდერილი®1% 15გ კრემი ტუბი №1
აქტიური ნივთიერება: ნაფტიფინის ჰიდროქლორიდი

გამოყენების ჩვენებები: ნაფტიფინს ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, რომლის წყალობითაც სწრაფად ქრება ანთების ნიშნები - შეწითლება, შეშუპება, აქერცვლა და განსაკუთრებით, ქავილი.
გამოიყენება ნაფტიფინის მიმართ მგრძნობიარე პათოგენებით გამოწვეული სოკოვანი ინფექციების ადგილობრივი მკურნალობისთვის:
- კანისა და კანის ნაკეცების სოკოვანი ინფექციები თანმხლები ქავილით ან მის გარეშე;
- ფრჩხილების სოკოვანი ინფექციები;
- კანის კანდიდოზები;
- ქატოსებრი ლიქენი.

უკუჩვენებები: ჰიპერმგრძნობელობა ნაფტიფინის, პროპილენგლიკოლის ან პრეპარატის სხვა დამხმარე ნივთიერებების მიმართ.

განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას: ექსოდერილის ხსნარი და კრემი განკუთვნილი არ არის ოფთალმოლოგიაში გამოსაყენებლად. დაუშვებელია ხსნარის ღია ჭრილობებზე ან ნახეთქებზე გამოყენება. პრეპარატი დაიტანება გაუზავებელი სახით, არ არის რეკომენდებული მისი შერევა სხვა გარეგანი გამოყენების პრეპარატებთან. არ არის ფოტოტოქსიკური და არ იწვევს ფოტოსენსიბილიზაციას. ექსოდერილის კრემის დატანა ჭრილობის ზედაპირზე აკრძალულია.

ორსულობა და ძუძუთი კვება: სიფრთხილის მიზნით ექსოდერილის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდებული.

დოზები და გამოყენების წესი: ექსოდერილი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის ფრჩხილებზე ან კანზე.

დოზირება: კანის სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ ექსოდერილის ხსნარი გამოიყენება დღე-ღამეში ერთხელ. ხდება დაზიანებული კანისა და მის გვერდით უბნების გაწმინდა, გამშრალება და ხსნარით საგულდაგულოდ დაასველება ბოთლიდან ან ბამბის ტამპონის საშუალებით.
ფრჩხილების სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ პრეპარატი გამოიყენება დღე-ღამეში ორჯერ, ფრჩხილის თავისუფალი კიდის მხრიდან დატანის მეშვეობით. ხსნარის პირველად გამოყენების წინ აუცილებელია ფრჩხილის დაზიანებული ნაწილის მაქსიმალურად მოცილება მაკრატლით ან ფრჩხილების ქლიბით.
ექსოდერილის კრემი კანის სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ გამოიყენება დღე-ღამეში ერთხელ, ფრჩხილების ინფექციების სამკურნალოდ- დღე-ღამეში ორჯერ. ხდება დაზიანებული კანის და მისი მიმდებარე უბნები გაწმენდა, გაიმშრალება და რბილი მასაჟით კრემის შეიზილვა.
თავიდან უნდა იქნას აცილებული პრეპარატის თვალებში ან ლორწოვან გარსებზე მოხვედრა.
ბავშვები და მოზარდები: ნაფტიფინის უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში დამტკიცებული არ არის. თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტები: დოზის კორექტირება საჭირო არ არის. ხანდაზმული ასაკის პაციენტები: დოზის კორექტირება საჭირო არ არის.

გამოყენების ხანგრძლივობა
ხსნარი - ინფექციის რეციდივების თავიდან ასაცილებლად პრეპარატის გამოყენება უნდა გაგრძელდეს არანაკლებ ორი კვირით კლინიკური გამოჯანმრთელების შემდეგ.
ექსოდერილის კრემით მკურნალობის ხანგრძლივობა: დერმატომიკოზებისას - 2-4 კვირა (აუცილებლობისას - 8 კვირამდე), კანდიდოზებისას - 4 კვირა, ფრჩხილების ინფექციებისას - 6 თვემდე. ინფექციის რეციდივის თავიდან ასაცილებლად მკურნალობა უნდა გაგრძელდეს არანაკლებ ორი კვირა კლინიკური გამოჯანმრთელების შემდეგ.
სწრაფად გამოჯანმრთელების მიზნით და განმეორებითი დასნებოვნების პროფილაქტიკის მიზნით, რეკომენდებულია შემდეგი წესების დაცვა:
ყოველდღიურად გამოიცვალეთ ტანსაცმელი და თეთრეული, რომელიც უშუალო კონტაქტშია დაავადებულ კანთან.
არ არის რეკომედებული: უხეში მჭიდრო, ჰაერგაუმტარი ტანსაცმელი და ფეხსაცმელლის ტარება. დაბანვის შემდეგ დაავადებული კანი საგულდაგულოდ უნდა გამშრალეს. ჭურჭლის გასარეცხად განკუთვნილი ტილო და პირსახოცები უნდა ყოველდღე შეიცვალოს.
ინფექციის შემდგომი გავრცელების თავიდან ასაცილებლად და განმეორებითი დაავადების გამოსარიცხად არ არის რეკომენდებული ფეხშიშველა სიარული სახლში, სააბაზანოში, სასტუმროში, აუზზე.
საუნაში და აბაზანოში შეგიძლიათ იაროთ მხოლოდ სოკოვანი დაავადებისგან განკურნების შემდეგ.
სუფთა, ჯანმრთელი და მშრალი კანი - ესაა საუკეთესო დაცვა სოკოვანი ინფექციებისგან.

ჭარბი დოზირება: შემთხვევითი შინაგანად მიღების შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან კოსულტაცია. რეკომენდებულია შესაბამისი სიმპტომატიკური მკურნალობა.

გვერდითი მოქმედება: ცალკეულ შემთხვებში შეიძლება აღინიშნოს სიმშრალე, წვა ან შეწითლება.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალწამლო პრეპარატებთან და ურთიერთქმედების სხვა სახეები: ურთიერთქმედებები სხვა სამკურნალწამლო ნივთიერებასთან ან ალკოჰოლთან აღნიშნული არ ყოფილა.

შენახვის პირობები: ინახება 30°С-ზე დაბალ ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. გახსნილი ფლაკონი ან ტუბი ინახება არაუმეტეს 28 დღისა, არაუმეტეს 25°С ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი. არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

აფთიაქებიდან გაცემის პირობები: გაიცემა ურეცეპტოდ.