Eng | Geo

ექიმი დერმატოლოგი
სოფო ლილუაშვილი
(+995) 551 51 23 40

კოჟიჟი და კოჟრი (Calluses and Corns)

რა არის კოჟიჟი და კოჟრი?

კოჟიჟი და კოჟრი – ეს არის კანის გარქოვანების დარღვევით გამოწვეული დაავადება.

რა იწვევს დაავადებას?

დაავადებას იწვევს კანზე მექანიკური ზემოქმედება (მოჭერილი ფეხსაცმელი, ფეხსაცმლის ტარება წინდის გარეშე, ძლიერი ფიზიკური დატვირთვა), ასევე სახსრების დეფორმაცია, სიმსუქნე, სისხლის მიმოქცევის დარღვევა და სხვ.

როგორ გამოვლინდება დაავადება?

• ორივე დაავადება გამოვლინდება კანზე გაუხეშებული უბნის არსებობით.
• კოჟრი უფრო დიდი ზომისაა, ვიდრე კოჟიჟი, მას აქვს ჰიპერკერატოზული ცენტრი, რომელიც გარშემორტყმულია ანთებადი კანით, ხშირად ჩნდება ტერფის ძირზე და თითების გვერდითა ზედაპირებზე.კოჟრი მტკინეულია, განსაკუთრებით ზეწოლისას.
• კოჟიჟი ხშირად ვითარდება ტერფის ძირზე, ქუსლის არეში და ხელის გულებზე.

არის თუ არა გადამდები დაავადება?

დაავადება გადამდები არ არის.

განკურნებადია თუ არა დაავადება?

დაავადება განკურნებადია.

როგორია მკურნალობის მეთოდები?

    • გარქოვანებული მასების მოშორება სკალპელით.
    • 30–50%– იანი სალიცილის მჟავას მალამო.
    • რთულ შემთხვევებში ქირურგიული ექსციზია.


კოჟიჟი, კოჟრი კოჟიჟი და კოჟრი


ძიება ვებ-გვერდზე
Geo Font

კანის გარქოვანების დარღვევები