Eng | Geo

ექიმი დერმატოლოგი
სოფო ლილუაშვილი
(+995) 551 51 23 40

დერმატოფიბრომა (Dermatofibroma)

რა არის დერმატოფიბრომა?

დერმატოფიბრომა - ეს არის კანქვეშა კეთილთვისებიანი წარმონაქმნი.

რა იწვევს დაავადებას?

დაავადების ეტიოლოგია უცნობია, ხშირად წარმონაქმნი ჩნდება კანის ტრავმის ადგილას (გაპარსვა, მწერის ნაკბენი).

როგორ გამოვლინდება დაავადება?

• დაავადების კლინიკური გამოვლინება ვარიაბელურია, ხშირად გამოვლინდება კანის ზედაპირიდან ჩაწეული, მკვრივი კონსისტენციის ერთეული კვანძების სახით, თუმცა შესაძლოა იყოს კანის ზედაპირიდან წამოწეულიც.
• გამონაყარის შეფერილობა უმეტეს შემთხვევაში კანის ფერისაა, შესაძლოა იყოს მოვარდისფრო ან მოყავისფრო (ჰემოსიდერინის ჩალაგების გამო). ზედაპირი სწორია, პრიალა ან აქერცვლადი.
• დამახასიათებელი ლოკალიზაციაა ქვემო კიდურები.
• გამონაყარი უსიმპტომოა, შესაძლოა ახლდეს უმნიშვნელო ქავილი.

გადამდებია თუ არა დაავადება?

დაავადება გადამდები არ არის.

განკურნებადია თუ არა დაავადება?

დაავადება განკურნებადია.

როგორ ხდება დაავაადების მკურნალობა?

    • გამონაყარის შიდა ინექციები სტეროიდებით.
    • აუცილებლობის შემთხვევაში ელემენტების ქირურგიული ამოკვეთა.


დერმატოფიბრომა dermatofibroma დერმატოფიბრომა