Eng | Geo

ექიმი დერმატოლოგი
სოფო ლილუაშვილი
(+995) 551 51 23 40

პიოგენური გრანულომა (Pyogenic Granuloma)

რა არის პიოგენური გრანულომა?

პიოგენური გრანულომა - ეს არის მკვეთრად შემოსაზღვრული პაპულა, რომელიც წარმოიქმნება კაპილარული სისხლძარღვების პროლიფერაციის შედეგად ფიბროზული ბოჭკოების ირგვლივ.

რა იწვევს დაავადებას?

დაავადების ეტიოლოგია უცნობია. ხელშემწყობ ფაქტორებს მიეკუთვნება კანის ტრავმა და ჰორმონალური ცვლილებები ორგანოზმში, ასევე ხშირია პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ორალური ტრეტინოინით.

როგორ გამოვლინდება დაავადება?

• დაავადება გამოვლინდება მოყვითალო ან მუქი წითელი შეფერილობის მკვრივი კვანძის სახით, რომელიც წამოწეულია კანის ზედაპირიდან.
• ელემენტები ადვილად სისხლმდენია.
• გამონაყარის ლოკალიზაცია ნებისმიერია.

გადამდებია თუ არა დაავადება?

დაავადება გადამდები არ არის.

განკურნებადია თუ არა დაავადება?

დაავადება განკურნებადია.

როგორ ხდება დაავაადების მკურნალობა?

    • კრიოთერაპია.
    • ელექტროკოაგულაცია.
    • აუცილებლობის შემთხვევაში ქირურგიული ჩარევა ანესთეზიით ან მის გარეშე.


პიოგენური გრანულომა piogenuri granuloma პიოგენური გრანულომა