Eng | Geo

ექიმი დერმატოლოგი
სოფო ლილუაშვილი
(+995) 551 51 23 40

კანის პაპილომები (Skin tags)

რა არის კანის პაპილომები?

კანის პაპილომები - ეს არის კანის კეთილთვისებიანი წარმონაქმნები.

რა იწვევს დაავადებას?

დაავადების გამომწვევი მიზეზი უცნობია. ხელშემწყობ ფაქტორებს მიეკუთვნება გენეტიკური განწყობა, სიმსუქნე, ნაწლავების პოლიპოზი, ენდოკრინული დარღვევები.

როგორ გამოვლინდება დაავადება?

• დაავადება გამოვლინდება ერთეული ან მრავლობითი, 1-5 მმ. ზომის რბილი კონსისტენციის პაპულებით.
• გამონაყარის დამახასიათებელი ლოკალიზაციაა ნაოჭები (იღლიები, მუცლის ქვემო ნაოჭი, საზარდულის მიდამო), ასევე ქუთუთოები და კისრის მიდამო.
• ელემენტების შეფერილობა ხშირად კანის ფერისაა, შესაძლოა იყოს მოყავისფრო, კანის ზედაპირიდან წამოწეული.
• გამონაყარი ასიმპტომურია, თუმცა გაღიზიანების შემდეგ (ტანსაცმლით, სამკაულით), ხდება ჰიპერემიული და მტკივნეული.

გადამდებია თუ არა დაავადება?

დაავადება გადამდები არ არის.

განკურნებადია თუ არა დაავადება?

დაავადება განკურნებადია.

როგორ ხდება დაავაადების მკურნალობა?

    • ასიმპტომური პაპილომები მკურნალობას საჭიროებენ მხოლოდ კოსმეტიკური დეფექტის აღმოფხვრის მიზნით.
    • ელექტროკოაგულაცია ლოკალური ანესთეზიით ან მის გარეშე.
    • კრიოდესტრუქცია.


კანის პაპილომები kanis papilomebi პაპილომები papilomebi