
ლენტიგო
Lentigo
რა არის ლენტიგო?
ლენტიგო - ეს არის დაავადება, რომელიც გამოვლინდება მრავლობითი მოყავისფრო ლაქებით კანზე. გავრცელებულია კავკასიურ რასაში.
რა იწვევს დაავადებას?
დაავადების ეტიოლოგია უცნობია, პათოგენეზში დიდ როლს თამაშობს მზის ჭარბი ინსოლაცია.
როგორ გამოვლინდება დაავადება?
ლენტიგო გამოვლინდება 3 ძირითადი ფორმით:
• ჭორფლი, რომელიც ჩნდება ბავშვთა ასაკში და წარმოადგენს ლენტიგოს აუტოსომურ- დომინანტურ ტიპს. ხშირია სახეზე, სხეულის ზემო ნახევარში და მკლავებზე. მზის სხივების მოქმედებით მუქდება და ხშირად ზამთრის პერიოდში სრულიად ქრება. წარმოდგენილია მცირე ზომის ერთგვაროვანი ლაქოვანი გამონაყარის სახით.
• იუვენილური ლენტიგო- იგი გამოვლინდება პუბერტატულ პერიოდში, არ იმატებს ზომაში და რაოდენობით. გამოვლინდება მრგვალი ან ოვალური ლაქების სახით. იგი უფრო მუქია, ვიდრე ჭორფლი.
• მზისმიერი ლენტიგო-იგი გამოვლინდება მზის სხივებისაგან დაუფარავ ადგილას, ზომაში იზრდება ასაკის მატებასთან ერთად.
გადამდებია თუ არა დაავადება?
დაავადება გადამდები არ არის.
განკურნებადია თუ არა დაავადება?
დაავადება განკურნებადია.
როგორ ხდება დაავაადების მკურნალობა?
• კანის დაცვა მზის გამოსხივებისაგან.
• ჰიპერპიგმენტაციის მარედუცირებელი საშუალებები.
• კრიოთერაპია.
• კოსმეტოლოგიური პროცედურები.