Eng | Geo

ექიმი დერმატოლოგი
სოფო ლილუაშვილი
(+995) 551 51 23 40

სხვადასხვაფერი პიტირიაზი (Pityriasis versicolor)

რა არის სხვადასხვაფერი პიტირიაზი?

სხვადასხვაფერი პიტირიაზი - ეს არის კანის ზედაპირული სოკოვანი ინფექცია.

რა იწვევს დაავადებას?

დაავადების გამომწვევია სოკო Pityrosporum orbiculare (malassezia furfur), გამომწვევი წარმოადგენს კანის ნორმალური ფლორის ნაწილს, რომლის გააქტიურება ხდება ცხელი კლიმატის, ჭარბოფლიანობის პირობებში. დაკავშირებულია ასევე ცხიმის ჭარბად გამოყოფასთან ( გარდატეხის ასაკში).

როგორ გამოვლინდება დაავადება?

• სხვადასხვაფერი პიტირიაზი გამოვლინდება ძირითადად სხეულის ზემო ნახევარში სხვადასხვა ზომის, მრავლობითი, მოთეთრო, მოვარდისფრო ან მოყავისფრო ფერის აქერცლილი კერების სახით.
• გამონაყარს შესძლოა ახლდეს მცირე ინტენსივობის ქავილი.

არის თუ არა გადამდები დაავადება?

გადამდები დაავადებაა.

განკურნებადია თუ არა დაავადება?

სხვადასხვაფერი პიტირიაზი განკურნებადი დაავადება.

როგორია მკურნალობის მეთოდები?

    • საჭიროა დეზინფექციის პირობების ზედმიწევნით დაცვა.
    • ადგილობრივი და იშვიათად სისტემური მოქმედების ანტიმიკოზური პრეპარატები.


სხვადასხვაფერი პიტირიაზი sxvadasxvaferi pitiriazi სხვადასხვაფერი პიტირიაზი