Eng | Geo

ექიმი დერმატოლოგი
სოფო ლილუაშვილი
(+995) 551 51 23 40

კრიოთერაპია (Cryotherapy)


კრიოთერაპია (Cryotherapy)- ეს არის მკურნალობის მეთოდი დაბალი ტემპერატურის მქონე თხევადი აზოტის გამოყენებით. კრიოთერაპია ბერძნული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს სიცივით მკურნალობას.


თხევადი აზოტის მოქმედების მექანიზმი შემდეგნაირია:

• უჯრედების გამრავლებისა და მეტაბოლიზმის შეფერხება, მათი სიკვდილის გარეშე.
• ანთების შემცირება.
• მცირდება ტკივილი და სპაზმი (ახდენს კუნთების რალაქსაციას).
• ავიწროვებს სისხლძარღვებს.
• ახდენს უჯრედშიდა სითხის კრისტალიზაციას.

კრიოთერაპია ფართოდ გამოიყენება შემდეგი დაავადებების მკურნალობაში:

ჩვეულებრივი მეჭეჭები.
ფეხისა და ხელის გულების მეჭეჭები.
ბრტყელი მეჭეჭები.
დერმატოფიბრომები.
კანის პაპილომები.
სებორეული კერატოზი.
კერატოაკანტომა.
პიოგენური გრანულომა.
ეპიდერმალური ცისტა.
ბუდობრივი ალოპეცია.
• კუპეროზი (სისხლძარღვოვანი რეაქციების შესამცირებლად).
• წვეტიანი კონდილომები.
კრიოთერაპიის მოწყობილობების პერიოდული მოდიფიკაციის შედეგად, თანამედროვე პირობებში ჩვენ ვიყენებთ კომფორტულ მოწყობილობას სპრეის სახით, რომელიც თავიდან გვაცილებს ამ მეთოდის გამოყენების შესაძლო გვერდით ეფექტებს.

კრიოთერაპიის უპირატესობებია:

• ნაკლები მტკივნეულობა და გაღიზიანება.
• ტექნიკური სიმარტივე.
• კანის ნაკლები ტრავმატიზაცია და პრაქტიკულად არ არსებული გვერდითი ეფექტები.


კრიოთერაპია


ძიება ვებ-გვერდზე

Geo Font
კანი