Eng | Geo

ექიმი დერმატოლოგი
სოფო ლილუაშვილი
(+995) 551 51 23 40

კანის დიაგნოსტიკა


კანის ნებისმიერი დაავადების დიაგნოსტიკა შესაძლებელია თანამედროვე ციფრული დერმატოსკოპის გამოყენებით.

პირველად საქართველოში, კანისა და ვენსნეულებათა ს/კ ეროვნულ ცენტრში გამოიყენება თანამედროვე დერმატოსკოპი ”Molemax HD”.
“Molemax HD” წარმოადგენს ბოლო თაობის დერმატოსკოპს, რომელიც გამოირჩევა უმაღლესი ხარისხის ციფრული გამოსახულებით, მონაცემების პროგრამული დამუშავების სიზუსტით, გამოყენების მრავალმხრივობით, რაც განაპირობებს მის ფართო გამოყენებას ყოველდღიურ დერმატოლოგიურ პრაქტიკაში.

აპარატი იძლევა მთლიანი სხეულის კარტირების საშუალებას სპეციალური პროგრამის გამოყენებით (Total body mapping). ამ დროს შესაძლებელია კანის მთლიანი საფარველის გადაღება სხვადასხვა პოზიციაში ციფრული ხარისხით, რაც საგრძნობლად აადვილებს პაციენტის კანის მდგომარეობის ცვლილებების დაფიქსირებას, მარტივად შესაძლებელია მოხდეს კანის ნებისმიერი დაავადების მონიტორინგი.

კანის დიაგნოსტიკა

დერმატოსკოპი “Molemax HD” ასევე იძლევა კანის ახალწარმონაქმნების დაფიქსირებისა და ძველი წარმონაქმნების ნებისმიერი ცვლილების აღმოჩენის საშუალებას.

კანის დიაგნოსტიკა

P.S.
კანის დიაგნისტიკის შესახებ ვიდეო სიუჟეტი შეგიძლიათ იხილოთ ამავე ვებ-გვერდზე სატელევიზიო გადაცემაში ”მკურნალი” .




ძიება ვებ-გვერდზე

Geo Font
კანი