Eng | Geo

ექიმი დერმატოლოგი
სოფო ლილუაშვილი
(+995) 551 51 23 40

ფოტოთერაპია - (Phototherapy)


სხივური თერაპია (ფოტოთერაპია) არის ულტრაიისფერი სხივებით მკურნალობის მეთოდი. არჩევენ ფოტოთერაპიით მკურნალობის რამდენიმე მეთოდს: UVB (რომელიც შეიძლება იყოს ვიწრო- ან ფართოტალღოვანი) და PUVA, რომელიც გულისხმობს სხივებისა მედიკამენტის Psoralen (oxsoralen) ერთდროულ გამოყენებას. ეს უკანასკნელი ზრდის ორგანიზმის მგრძნობელობას ულტრაიისფერი სხივების მიმართ.

ჰელიოთერაპიას ანუ მზის სხივებით მკურნალობას მიმართავდნენ ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში, ხოლო 1903 წელს ნ. ფინსენმა მიიღო ნობელის პრემია ფოტოთერაპიის თანამედროვე აპარატის გამოგონებისა და დერმატოლოგიურ პრაქტიკაში მისი გამოყენების გამო.
ფოტოთერაპია დერმატოლოგიაში გამოიყენება შემდეგი დაავადებების მკურნალობისას:

ფსორიაზი.
ვიტილიგო.
ატოპიური დერმატიტი.
დისჰიდროზული ეგზემა.
შემოფარგლული სკლეროდერმია.
ვულგარული აკნე.
ჰერპეტიფორმული დერმატიტი.
ლიქენოიდური პიტირიაზი (PLEVA).
ბრტყელი ლიქენი.
კვანძოვანი პრურიგო.
ქრონიკული ურტიკარია.
რგოლისებური გრანულომა.
ფუნგოიდური მიკოზი.
იქთიოზი.

ფოტოთერაპიის უპირატესობები:
• მეთოდი არის უსაფრთხო (მათ შორის ორსულებისა და ბავშვებისათვის).
• ფოტოთერაპიის გამოყენების ტექნიკა მარტივია.
• გაცილებით ეფექტურია, ვიდრე მკურნალობის სხვა მეთოდები.
• პრააქტიკულად არ გააჩნია სერიოზული გვერდითი ეფექტები სწორად შერჩეული დოზისა და ექიმ-სპეციალისტის მეთვალყურეობის შემთხვევაში.


ფოტოთერაპია


ძიება ვებ-გვერდზე

Geo Font
კანი