Eng | Geo

ექიმი დერმატოლოგი
სოფო ლილუაშვილი
(+995) 551 51 23 40

თმის ცვენის დიაგნოსტიკა


თმის ცვენის დიაგნოსტიკა თანამედროვე მედიცინაში ხდება ტრიქოსკანის გამოყენებით.
ტრიქოსკანი არის თმის ზრდისა და ცვენის განსაზღვრის რაოდენობრივი მეთოდი, რომელსაც ახორციელებს სპეციალური პროგრამა.

პირველად საქართველოში, კანისა და ვენსნეულებათა ს/კ ეროვნულ ცენტრში გამოიყენება თანამედროვე დერმატოსკოპი ”Molemax HD”, რომელშიც ინტეგრირებულია ტრიქოსკანის ფუნქცია.

აპარატის გამოყენებისას უნდა მოხდეს სამიზნე უბნის შეღებვა სპეციალური საღებავით, რის შემდეგაც “Molemax HD” ავტომატურ რეჟიმში ითვლის თმის ცვენის ისეთ ბიოლოგიურ პარამეტრებს, როგორიცაა: თმის ღერის სიხშირე, ღერის სისქე, ანაგენისა და ტელოგენის შეფარდება და სხვა, რაც საშუალებას გვაძლევს მივიღოთ რეალური სურათი თმის ცვენის შესახებ და განვახორციელოთ მკურნალობის შედეგად მიღებული შედეგების ინტერპრეტაცია.

თმის ცვენის დიაგნოსტიკა

შენიშვნა:
აპარატის გამოყენებამდე 3 დღით ადრე კლინიკაში ხდება თმის ცვენის სამიზნე უბნის 1სმ.კვ ფართის გათავისუფლება თმის ღერებისაგან.

ტრიქოსკანი

თმის ცვენის დიაგნოსტიკის შესახებ ვიდეო სიუჟეტი შეგიძლიათ იხილოთ ამავე ვებ-გვერდზე სატელევიზიო გადაცემაში ”მკურნალი” .




ძიება ვებ-გვერდზე

Geo Font
კანი