Eng | Geo

ექიმი დერმატოლოგი
სოფო ლილუაშვილი
(+995) 551 51 23 40

მელაზმა (ქლოაზმა, ორსულთა ნიღაბი)
Cloasma, mask of pregnancy

რა არის მელაზმა (ქლოაზმა)?

მელაზმა - ეს არის კანის დაავადება, რომელიც გამოვლინდება კანზე ჰიპერპიგმენტური ლაქების არსებობით.

რა იწვევს დაავადებას?

დაავადების ეტიოლოგია უცნობია. დიდი როლი ენიჭება გენეტიკურ დატვირთვას, ხელშემწყობი ფაქტორებია ორსულობა და მზის სხივების ჭარბი ინსოლაცია.

როგორ გამოვლინდება დაავადება?

• დაავადების გამოვლინება უფრო ხშირად ხდება ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრში, ასევე ორალური კონტრაცეპტივების მიღების შეწყვეტის შემდეგ.
• დავადება გამოვლინდეება სიმეტრიული, მოყავისფრო ელფერის, მკვეთრი ან არამკვეთრი ლაქების სახით, ანთების ნიშნების გარეშე.
• დამახასიათებელი ლოკალიზაციაა შუბლი, ზემო ტუჩი, ლოყების ზემო მესამედი.

გადამდებია თუ არა დაავადება?

დაავადება გადამდები არ არის.

განკურნებადია თუ არა დაავადება?

დაავადება განკურნებადია.

როგორ ხდება დაავაადების მკურნალობა?

    • ხშირია თვითგამოჯანმრთელება მშობიარობის შემდეგ.
    • კანის დაცვა მზის გამოსხივებისაგან.
    • ჰიპერპიგმენტაციის შემამცირებელი საშუალებები.
    • კოსმეტოლოგიური პროცედურები.


მელაზმა ორსულთა ნიღაბი ქლოაზმა


ძიება ვებ-გვერდზე
Geo Font

კანის პიგმენტაციის დარღვევები

kani