Eng | Geo

ექიმი დერმატოლოგი
სოფო ლილუაშვილი
(+995) 551 51 23 40

მუნი (Scabies)

რა არის მუნი?

მუნი - ეს არის კანის პარაზიტული დაავადება, რომელსაც ახასიათებს ძლიერი ინტენსივობის ქავილი.

რა იწვევს დაავადებას?

დაავადების გამომწვევია ტკიპა Sarcoptes scabiei var. hominis.

როგორ გამოვლინდება დაავადება?

• დაავადება გამოვლინდება წყვილად დალაგებული კვანძების სახით, შესაძლებელია პუსტულებისა და ბუშტუკების არსებობაც.
• ხშირად გამოხატულია ექსკორიაციები და ჰემორაგიული ქერქები.
• დამახასიათებელი ლოკალიზაციაა ნაოჭების არეები, თითების გვერდითა ზედაპირები, მუცელი, გავა- წელის მიდამო, გენიტალიუმის არე, ხოლო ახალშობილებში -ხელისა და ფეხის გულები და სახე.
• ახასიათებს ძლიერი ქავილი, განსაკუთრებით ღამით და სითბოში.
• ხშირია გამონაყარის მეორადი ინფიცირება.
• როგორც წესი, გამონაყარი გამოვლინდება ოჯახის რამდენიმე წევრში.
• მუნის მძიმე ფორმას წარმოადგენს ნორვეგიული მუნი, რომელიც წარმოდგენილია სქელი ქერქებით და ეგზემატოზური დერმატიტით. აღნიშნული ფორმა უფრო ხშირია დემენციურ და იმუნოკომპრომეტირებულ პირებში.

არის თუ არა გადამდები მუნი?

მუნი გადამდებია, ტკიპით დასნებოვნება ხდება დაავადებულის კანთან ან მის ნივთებთან შეხებისას.

განკურნებადია თუ არა დაავადება?

მუნი განკურნებადია.

როგორია მუნის მკურნალობის მეთოდები?

    • მუნის საწინააღმდეგო საშუალებები ( პერმეტრინის კრემი, სპრეგალი, გოგირდიანი მალამო- სქემების მიხედვით).
    • დეზინფექციის პირობების დაცვა.
    • მუნის შემდგომი ალერგიული რეაქციების და პროლონგირებული ქავილის მართვა.


მუნი ბღერი muni


ძიება ვებ-გვერდზე

Geo Font
კანი