
ნუმულარული დერმატიტი (Nummular dermatitis)
რა არის ნუმულარული დერმატიტი?
ნუმულარული დერმატიტი (მონეტისებური დერმატიტი) - ეს არის დერმატიტის ერთ-ერთი ფორმა, რომელსაც აქვს ქრონიკული ხასიათი.
რა იწვევს დაავადებას?
დაავადების პათოგენეზში მნიშვნელოვანია ალერგიული რეაქციები.
როგორ გამოვლინდება დაავადება?
• დაავადება გამოვლინდება სხეულსა და კიდურებზე მონეტების ფორმის, მკვეთრად შემოსაზღვრული აქერცლილი ზედაპირის მქონე გამონაყარით.
• ხშირად გამონაყარი შეშუპებულია და აღინიშნება სითხით სავსე ბუშტუკები.
• ხშირია მეორადი ინფიცირება.
• ახასიათებს ძლიერი ინტენსივობის ქავილი.
არის თუ არა გადამდები დაავადება?
არ არის გადამდები დაავადება.
განკურნებადია თუ არა დაავადება?
დაავადებას აქვს ქრონიკული ხასიათი, თუმცა სათანადო მკურნალობის პირობებში მიიღწევა ხანგრძლივი რემისია.
როგორია მკურნალობის მეთოდები?
• გამაღიზიანებელი ფაქტორების თავიდან აცილება.
• კანის დატენიანება.
• ტოპიკური სტეროიდების გამოყენება გამწვავების პერიოდში.
• მძიმე შემთხვევებში სხივური თერაპია ან სისტემური მოქმედების სტეროიდები.