Eng | Geo

ექიმი დერმატოლოგი
სოფო ლილუაშვილი
(+995) 551 51 23 40

კეთრი, ლეპრა, ჰანსენის დაავადება (Leprosy)

რა არის კეთრი?

კეთრი - ეს არის მულტისისტემური, ქრონიკული მიმდინარეობის, ინფექციური ბუნების დაავადება.

რა იწვევს დაავადებას?

დაავადების გამომწვევია ლეპრის მიკობაქტერია Mycobacterium leprae. დაავადების გავრცელების არეალია აზია, აფრიკა, ცენტრალური და სამხრეთ ამერიკა. დავადებულია მილიონობით ადამიანი. მიგრაციული პროცესების გააქტიურებას უკავშირდება დაავადების გავრცელება ევროპაში. დაავადების ინკუბაციური პერიოდი 2-40 წელია.

როგორ გამოვლინდება დაავადება?

• დაავადების გამოვლინება ვარიაბელურია და დამოკიდებულია დაავადების სტადიაზე და მასპინძელი ორგანიზმის იმუნურ სტატუსზე.
• განასხვავებენ კეთრის 3 ძირითად ფორმას:
• ლეპრომატოზული ტიპი-იგი წარმოადგენს მულტიბაცილარულ ფორმას. გამოვლინდება ანთებითი კვანძების, მაკულების, ბალთების და კანქვეშა წარმონაქმნების სახით. დამახასიათებელი ლოკალიზაციაა სახე, ყურები, იდაყვები, მუხლები და დუნდულები. შორსწასულ შემთხვევებში გამოვლინდება ცხვირის ძგიდის დეფორმაცია, ეპიტაქსისი, წარბების ცვენა და ”ლომის სახე”.
• მოსაზღვრე ტიპი-ეს ტიპი აერთიანებს ორი ძირითადი ტიპის სიმპტომების ერთობლიობას (გამონაყარი ჰიპოპიგმენტური ლაქების სახით, პერიფერიული ნეიროპათია).
• ტუბერკულოიდური ტიპი-იგი ძირითადად გამოვლინდება ჰიპო- იშვიათად ჰიპერპიგმენტური ლაქების სახით, რომელთაც თან ახლავს ანესთეზია. დაავადებისათვის დამახასიათებელია ტკივილი, კუნთები სისუსტე, მშრალი კანი, კიდურების მუტილაცია და სიბრმავე.
• დაავადების სამოვე ტიპს აქვს საერთო ნიშნებიც:
• პერიფერიული ნერვების გამსხვილება.
• ტკივილის, ტემპერატურის და შეხების შეგრძნების დაქვეითება ან სრულად გაქრობა.
• კუნთების ატროფია და კონტრაქტურები.
• მშრალი ლორწოვანი გარსები.

გადამდებია თუ არა დაავადება?

დაავადება გადამდებია და გადაეცემა ჰაერ-წვეთოვანი გზით, ასევე დაზიანებულ კანთან უშუალო კონტაქტით.

განკურნებადია თუ არა დაავადება?

დაავადებას აქვს ქრონიკული ხასიათი, თუმცა ადექვატური მკურნალობის პირობებში ბევრად უმჯობესდება სუბიექტური და ობიექტური კლინიკური ნიშნები და რაც მთავარია, პაციენტი საშიშროებას აღარ წარმოადგენს გადადების თვალსაზრისით.

როგორ ხდება დაავაადების მკურნალობა?

    • კეთრის მკურნალობა ხდება WHO-ს მიერ მოწოდებული სქემის მიხედვით, რომელიც აერთიანებს რამდენიმე კომპონენტს (დაფსონი, რიფამპიცინი და კლოფაზიმინი)
    • მკურნალობის პერიოდში აუცილებელია პაციენტის იზოლაცია.
    • იმუნოთერაპია.


კეთრი ლეპრა ლეპრა


ძიება ვებ-გვერდზე

Geo Font
კანი