
ლაიმის დაავადება (Lyme disease)
რა არის ლაიმის დაავადება?
ლაიმის დაავადება - ეს არის ინფექციური ბუნების დაავადება, რომლის დროსაც ზიანდება ორგანოთა სისტემები. კანზე დაავადების გამოვლინებას ეწოდება მიგრირებადი ერითემა.
რა იწვევს დაავადებას?
ლაიმის დაავადების გამომწვევია Borrelia burgdorferi. დაავადების ინკუბაციური პერიოდი 3-28 დღეა.
როგორ გამოვლინდება დაავადება?
დაავადების განვითარებას აქვს 3 ფაზა:
1. კანის დაზიანება გრიპისმაგვარ სიმპტომებთან ერთად.
2. კარდიალური და ნევროლოგიური ხასიათის ჩივილები.
3. ართრიტი და ნევროლოგიური სიმპტომები, რომლებიც იღებენ მუდმივ ხასიათს.
• მწერის ნაკბენის ადგილას გამოვლინდება ადგილობრივი ანთებითი რეაქცია, რომელიც დროთა განმავლობაში ფართოვდება და ქმნის აქტიურ პერიფერიას.
• გამონაყარის ცენტრალური ნაწილი კანის ფერისაა, ხოლო პერიფერია ანთებითი და კანის ზედაპირიდან წამოწეული.
• გამონაყარი ასიმპტომურია.
გადამდებია თუ არა დაავადება?
დაავადება გადამდები არ არის.
განკურნებადია თუ არა დაავადება?
ლაიმის დაავადება განკურნებადია.
როგორ ხდება დაავაადების მკურნალობა?
• სისტემური ანტიბიოტიკოთერაპია.
• მოგვიანებითი სტადიების შემთხვევაში სხვა ექიმ-სპეციალისტების მეთვალყურეობა.
ძიება ვებ-გვერდზე
კანის ინფექციური და პარაზიტული დაავადებები
