Eng | Geo

ექიმი დერმატოლოგი
სოფო ლილუაშვილი
(+995) 551 51 23 40

მკბენარიანობა (Pediculosis)

რა არის პედიკულოზი?

პედიკულოზი - ეს არის პარაზიტული დაავადება.

რა იწვევს დაავადებას?

სხვადასხვა ლოკალიზაციის პედიკულოზს იწვევს სხვადასხვა სახის გამომწვევი:
თავის თმიანი არის ინფიცირებას იწვევს Pediculus humanus var. capitis. სხეულზე არსებული თმის ინფიცირებას იწვევს Pediculus humanus var. corporis და ბოქვენის ინფიცირებას-Phthirus pubis. გამომწვევები არიან ობლიგატური პარაზიტები, რის გამოც ვერ ძლებენ გარემოში ადამიანის გარეშე. მდედრები დღის განმავლობაში დებენ 7-10 კვერცხს. თითოეული პარაზიტი ცოცხლობს ერთი თვე.

როგორ გამოვლინდება დაავადება?

• პარაზიტების კვერცხები შეიმჩნევა თმის ფოლიკულებთან ახლოს.
• კანზე გამოხატულია ექსკორიაციები.
• ხშირია გამონაყარის მეორადი ინფიცირება.
• მკბენარიანობა იშვიათად იწვევს ბლეფარიტის განვითარებას, რაც გამოვლინდება ქუთუთოების ქავილით, გამონადენით და ქერქებით
• პედიკულოზს ახასიათებს ძლიერი ქავილი.
• პარაზიტები მჭიდროდ არიან მიმაგრებული თმის ღერს.

არის თუ არა გადამდები მკბენარიანობა?

მკბენარიანობა გადამდებია.

განკურნებადია თუ არა დაავადება?

დაავადება განკურნებადია.

როგორ ხდება დაავაადების მკურნალობა?

    • ანტიპარაზიტული მკურნალობა.
    • პარაზიტების მოცილება მექანიკურად.
    • მეორადი ინფიცირების პრევენცია.
    • დეზინფექციის პირობების დაცვა.


ტილი tili mkbenarianoba


ძიება ვებ-გვერდზე

Geo Font
კანი