Eng | Geo

ექიმი დერმატოლოგი
სოფო ლილუაშვილი
(+995) 551 51 23 40

ლიპოიდური ნეკრობიოზი (Necrobiosis lipoidica)

რა არის ლიპოიდური ნეკრობიოზი?

ლიპოიდური ნეკრობიოზი – ეს არის კანის ანთებითი ხასიათის დაავადება, გამოწვეული დერმაში კოლაგენის დეგენერაციით.

რა იწვევს დაავადებას?

დაავადების გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა შემთხვევათა უმრავლესობაში შეუღლებულია შაქრიან დიაბეტთან.

როგორ გამოვლინდება დაავადება?

• დაავადება გამოვლინდება მომრგვალო ფორმის, იისფერი შეფერილობის ლაქოვანი გამონაყარის სახით.
• გამონაყარის ცენტრალური ნაწილი მოყვითალო ელფერისაა, ხოლო პერიფერია– მოწითალო ელფერის.
• ცენტრალურ ნაწილში გამოხატულია ატროფია და ტელეანგიექტაზიები.
• გამონაყარი ჩვეულებრივ ასიმპტომურია.
• ტრავმის ადგილზე ხშირად ჩნდება წყლული.
• დროთა განმავლობაში გამონაყარის საზღვრები ფართოვდება.
• დამახასიათებელი ლოკალიზაციაა წვივები, მხრები და თავის თმიანი მიდამო.

არის თუ არა გადამდები დაავადება?

დაავადება გადამდები არ არის.

განკურნებადია თუ არა დაავადება?

დაავადება განკურნებადია.

როგორია მკურნალობის მეთოდები?

    • ადგილობრივი სტეროიდები გვერდითი მოვლენების გათვალისწინებით.
    • დიაბეტის არარსებობის შემთხვევაში სისტემური სტეროიდების ხანმოკლე კურსი.


ლიპოიდური ნეკროზი ლიპოიდური ნეკროზი


ძიება ვებ-გვერდზე
Geo Font