
სტაზური დერმატიტი (Stasis dermatitis)
რა არის სტაზური დერმატიტი?
სტაზური დერმატიტი - ეს არის ქვემო კიდურების დერმატიტი, რომელიც ასოცირებულია შეშუპებასთან და ვენების ვარიკოზულ დილატაციასთან.
რა იწვევს დაავადებას?
დაავადების გამომწვევია ქრონიკული ვენური უკმარისობა, ვენების თრომბოზი და კიდურების შეშუპება.
როგორ გამოვლინდება დაავადება?
• კიდურებზე გამოხატულია სისხლსავსეობა მოლურჯო ელფერით, ზედაპირული ვენების ვიზუალიზაცია მარტივია.
• კანზე გამოხატულია სიმშრალე, ნახეთქები და ერითემა.
• ახასიათებს ქავილი, ნაკაწრები, რაც ხშირად ხდება მეორადი ინფიცირების საფუძველი.
• დერმატიტმა შესაძლოა განიცადოს გენერალიზება და გავრცელდეს მთელ სხეულზე.
არის თუ არა გადამდები დაავადება?
არ არის გადამდები დაავადება.
განკურნებადია თუ არა დაავადება?
დაავადებას აქვს ქრონიკული ხასიათი, თუმცა სწორად შერჩეული მკურნალობით მიიღწევა ხანგრძლივი რემისია.
როგორია მკურნალობის მეთოდები?
• გრილი სითხის საფენები ექსუდაციის დროს.
• ტოპიკური სტეროიდების გამოყენება.
• კიდურების მოსვენებითი რეჯიმი.
• ანტიჰისტმინები, მძიმე შემთხვევებში ორალური სტეროიდები.
• ვარიკოზული ვენების კომპრესია.
• მეორადი ინფიცირების პრევენცია.