Eng | Geo

ექიმი დერმატოლოგი
სოფო ლილუაშვილი
(+995) 551 51 23 40

მელანომა (Melanoma)

რა არის მელანომა?

მელანომა – ეს არის კანის მელანოციტებისაგან განვითარებული ავთვისებიანი სიმსივნე.

რა იწვევს დაავადებას?

დაავადების გამომწვევი მიზეზი ცნობილი არ არის, თუმა არსებობს დაავადების განვითარების ხელშემწყობი ფაქტორები, როგორიცაა: ღია ფერის კანი, თანდაყოლილი ნევუსების დიდი რაოდენობა, განსაკუთრებით მზის ექსპოზიციის ადგილებში, მელანომის ინდივიდუალური და ოჯახური ანამნეზი, მზის სხივების ჭარბი ინსოლაცია.

როგორ გამოვლინდება დაავადება?

• მელანომის განვითარებაზე ვსაუბრობთ მაშინ, როცა წარმონაქმნი იზრდება ზომაში, იცვლის ფერსა და საზღვრებს, მოგვიანებით სიმპტომებს მიეკუთვნება დაწყლულება და სისხლდენა. გამონაყარის შეფასება ხდება ე.წ. ABCD კრიტერიუმებით. შესაძლებელია მელანომა წარმოიქმნას ინტაქტურ კანზე ახალი კერის სახით.
• არსებობს მელანომის ოთხი ძირითადი ტიპი: ზედაპირული, ნოდულარული, მალიგნიზირებული, აკრალური ლენტიგინოზური.
• გამონაყარის შეფერილობა შესაძლოა იყოს ყავისფერი ან შავი
• ზოგჯერ გამოხატულია ანთების ნიშნები და ფოკალური ჰემორაგიები.
• წარმონაქმნს აქვს არასწორი კონტურები.
• შესაძლოა ახლდეს უმნიშვნელო ქავილი.
• ჩამოთვლილი ფორმებიდან კარგი პროგნოზული მაჩვენებლით ხასიათდება ზედაპირული ტიპი.

გადამდებია თუ არა დაავადება?

დაავადება გადამდები არ არის.

განკურნებადია თუ არა დაავადება?

• ადრეული დეტექციის შემთხვევაში დავადება უმეტესად სრულიად განკურნებადია.
• შორსწასულ შემთხვევებში პროგნოზი ცუდია.

როგორ ხდება დიაგნოსტიკა?

მელანომის დიაგნოსტიკა თანამედროვე მედიცინაში ხდება ციფრული დერმატოსკოპის გამოყენებით. საეჭვო დასკვნის შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს ბიოფსიური მასალის გამოკვლევა.

როგორ ხდება დაავაადების მკურნალობა?

    • დაავადების მკურნალობის მეთოდის არჩევა ხდება დაავადების სტადიისა და გავრცელების მიხედვით.
    • სხივური თერაპია.
    • ქიმიოთერაპია.


მელანომა მელანომა მელანომა, melanoma melanoma