Eng | Geo

ექიმი დერმატოლოგი
სოფო ლილუაშვილი
(+995) 551 51 23 40

ბრტყელ უჯრედოვანი კარცინომა
Squamous cell carcinoma

რა არის ბრტყელ უჯრედოვანი კარცინომა?

ბრტყელ უჯრედოვანი კარცინომა – ეს არისკანის ინვაზიური ავთვისებიანი სიმსივნე, რომელიც ვითარდება კერატინოციტებისაგან და აზიანებს როგორც სადა კანს, ასევე ლორწოვან გარსებს.

რა იწვევს დაავადებას?

დაავადების ეტიოლოგია ბოლომდე ცნობილი არ არის, ხშირად ვითარდება აქტინიური კერატოზის ადგილზე, დაავადების ხელშემწყობი ფაქტორებია: მზის სხივების ჭარბი ინსოლაცია, ქიმიური რადიაცია, ქრონიკული ინფექციები, თამბაქოს მომარება, პაპილომა ვირუსული ინფექცია, იმუნოსუპრესია, ორგანოთა ტრანსპლანტაცია.

როგორ გამოვლინდება დაავადება?

• დაავადების გამოვლინებას წინ უსწრებს კანის დაზიანება მზის გამოსხივების მოქმედებით; ჰიპერპიგმენტაცია, კანის ატროფია, ტელეანგიექტაზიები, აქტინიური კერატოზის ჰიპერტროფიული ფორმები.
• ტიპიური გამონაყარი წარმოდგენილია მოვარდისფრო ან ღია წითელი შეფერილობის პაპულების სახით, რომლის ზედაპირი დაფარულია მოთეთრო– მოყვითალო ქერცლით.
• დროთა განმავლობაში გამონაყარი ფართოვდება და ცენტრალური ნაწილი განიცდის დაწყლულებას.
• გამონაყარის დამახასიათებელი ლოკალიზაციაა სახე, თავის თმიანი არე, ყურები, კისრის მიდამო და მტევნები, ასევე პირის ღრუს ლორწოვანი გარსი.
• დაავადებას გააჩნია მეტასტაზირების პოტენციალი, განსაკუთრებით რეგიონალურ ლიმფურ ჯირკვლებში.
• მეტასტაზირების რისკ– ფაქტორებს წარმოადგენს იმუნოსუპრესია, დიდი ზომის წარმონაქმნები, პერინერვული ინვაზია.

გადამდებია თუ არა დაავადება?

დაავადება გადამდები არ არის.

განკურნებადია თუ არა დაავადება?

დაავადება განკურნებადია.

როგორ ხდება დიაგნოსტიკა?

ბრტყელ უჯრედოვანი კარცინომის დიაგნოსტიკა თანამედროვე მედიცინაში ხდება ციფრული დერმატოსკოპის გამოყენებით. საეჭვო დასკვნის შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს ბიოფსიური მასალის გამოკვლევა.

როგორ ხდება დაავაადების მკურნალობა?

    • ფართე ლოკალური ქირურგიული ექსციზია.
    • რადიაციული თერაპია.
    • რეგიონული ლიმფური ჯირკვლების რევიზია და ბიოფსიური მასალის აღება.


ბრტყელ უჯრედოვანი კარცინომა ბრტყელ უჯრედოვანი კარცინომა ბრტყელ უჯრედოვანი კარცინომა