
ანდროგენული თმის ცვენა (ალოპეცია)
Androgenic alopecia
რა არის ანდროგენული ალოპეცია?
ანდროგენული ალოპეცია – ანდროგენებით გამოწვეული თმის პერმანენტული ცვენა, გვხვდება როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში.
რა იწვევს დაავადებას?
დაავადების გამომწვევია ჰიპერანდროგენემია, ხშირად სისხლში მომატებულია თავისუფალი ტესტოსტერონი, დიჰიდროეპიანდროსტერონ სულფატი, კორტიზოლი, პროლაქტინი, ხშირია ასევე პერნიციოზული ანემია. გარკვეული როლი ენიჭება გენეტიკურ ფაქტორსაც. დაავადება ხშირად შეუღლებულია საკვერცხეების პოლიკისტოზთან და ინსულინრეზისტენტობასთან.
როგორ გამოვლინდება დაავადება?
• თმის ცვენა იწყება პუბერტატულ ასაკში ან უფრო გვიან.
• მამაკაცებში თმის ცვენა იწყება საფეთქლების არედან სიმეტრიულად. შემდეგ არეალი ფართოვდება და იკავებს სკალპის დიდ ნაწილს.
• კანი სტრუქტურულად შეუცვლელია, ზოგჯერ გამოხატულია თმის ფოლიკულების განლევა.
• ხშირად სხვა თმიან არეებში, როგორიცაა იღლიები, ბოქვენი, მკერდი, აღინიშნება თმის ჭარბი ზრდა.
• ქალებში დაავადება ძირითადად თავს იჩენს პოსტმენოპაუზალურ პერიოდში, ასევე ორსულობის დროს.
• დაავადების განვითარებას ქალებში ხელს უწყობს ორალური კონტრაცეპტივების მიღება.
• მნიშვნელოვანია არარეგულარული მენსტრუალური ციკლი და ვირილიზმი, გალაქტორეა, ასევე ანემია.
• ქალებში თმის ცვენა გამოხატულია თავდაპირველად საფეთქლებისა და შუბლის არეში, არეალი თანდათან ფართოვდება.
• თმის სტრუქტურა შეცვლილია, მტვრევადი და თხელი.
განკურნებადია თუ არა დაავადება?
დაავადება განკურნებადია.
როგორ ხდება დიაგნოსტიკა?
თმის ცვენის დიაგნოსტიკა თანამედროვე მედიცინაში ხდება ტრიქოსკანის გამოყენებით.
როგორ ხდება დაავაადების მკურნალობა?
• ჰორმონული ბალანსის შენარჩუნება.
• ადგილობრივად მინოქსიდილი.
• დამხმარე კოსმეტოლოგიური პროცედურები (მეზოთერაპია, პლაზმოლიფტინგი).