Eng | Geo

ექიმი დერმატოლოგი
სოფო ლილუაშვილი
(+995) 551 51 23 40

ქრონიკული ურტიკარია ( Chronic urticaria)

რა არის ქრონიკული ურტიკარია?

ქრონიკული ურტიკარია - ეს არის ურტიკარია, რომელიც გრძელდება 6 კვირაზე მეტი დროის განმავლობაში.

რა იწვევს დაავადებას?

ქრონიკული ურტიკარიის მიზეზები დგინდება შემთხვევათა მხოლოდ 5-25%-ში. დაავადების განვითარებაში დიდ როლს ასრულებენ სხვსდასხვა სახის ალერგენები: კვებითი, ინჰალაციური, მედიკამენტური, ინფექციური, ასევე ქრონიკული და აუტოიმუნური დაავადებები. ქრონიკული ურტიკარიის შემთხვევათა უმრავლესობა იდიოპათიურია და გამომწვევი მიზეზი ვერ დგინდება.

როგორ გამოვლინდება დაავადება?

• დაავადების კლინიკური სურათი მწვავე ურტიკარიის იდენტურია.
• გამონაყარი წარმოდგენილია შეშუპებული ლაქების სახით, რომლებიც მცირედ წამოწეულია კანის ზედაპირიდან და აქვს პოლიციკლური მოხაზულობა და მოვარდისფრო ელფერი.
• გამონაყარის ზომები რამდენიმე მილიმეტრიდან დამდენიმე ათეულ სანტიმეტრამდეა.
• გამონაყარი უკვალოდ ქრება 24 საათში.
• ახასიათებს ძლიერი ქავილი.

ქრონიკული ურტიკარია არის თუ არა გადამდები დაავადება?

ქრონიკული ურტიკარია არ არის გადამდები დაავადება.

განკურნებადია თუ არა დაავადება?

დაავადებას აქვს ქრონიკული ხასიათი, თუმცა გამომწვევი მიზეზის დადგენის შემთხვევაში შესაძლებელია გამოჯანმრთელება.

როგორია მკურნალობის მეთოდები?

    • ანტიჰისტამინური საშუალებები.
    • ტრიციკლური ანტიდეპრესანტები.
    • მძიმე შემთხვევაში სისტემური სტეროიდები.
    • დიეტა, რეჟიმის დაცვა.


ქრონიკული ურტიკარია ქრონიკული ურტიკარია qronikuli urtikaria