
მასტოციტოზი (Urticaria pigmentosa, Mastocitosis)
რა არის მასტოციტოზი?
მასტოციტოზი ანუ პიგმენტური ურტიკარია -ეს არის იშვიათი დაავადება, რომელიც გამოწვეულია სხვადასხვა სახის უჯრედებით კანის მასობრივი ინფილტრაციის გამო.
რა იწვევს დაავადებას?
დაავადების გამომწვევი მიზეზი ცნობილი არ არის.
როგორ გამოვლინდება დაავადება?
• დაავადების პირველი გამოვლინება ხდება უმთავრესად ბავშვთა ასაკში და პუბერტატულ პერიოდში ახასიათებს თვითგანკურნება.
• თუ დაავადება გამოვლინდა 10 წლის ასაკის ზემოთ, მისი მიმდინარეობა ქრონიკულია და აქვს სისტემური ხასიათი.
• არსებობს მასტოციტოზის გენერალიზებული და ლოკალური ფორმები.
• კანზე გამოხატულია კანის ზედაპირიდან წამოწეული, მოწითალო-მოყავისფრო ელფერის ლაქები და პაპულები, რომელთა დიამეტრი 2 სმ-მდეა.
• თუ გამონაყარი წარმოდგენილია მხოლოდ ერთი, სოლიტარული, დიდი ზომის კერის სახით, მას მასტოციტომა ეწოდება.
• დადებითია „დარიეს“ სიმპტომი, რაც გულისხმობს იმას, რომ რომელიმე ელემენტის მექანიკურად გაღიზიანების შემდეგ ადგილი აქვს მკვეთრი ერითემის განვითარებას.
• დაავადებას შესაძლოა ჰქონდეს გენერალიზებული ხასიათი.
• ახასიათებს ქავილი.
მასტოციტოზი არის თუ არა გადამდები დაავადება?
მასტოციტოზი არ არის გადამდები დაავადება.
განკურნებადია თუ არა დაავადება?
დაავადება უმეტეს შემთხვევაში განკურნებადია, თუმცა შესაძლოა ჰქონდეს ქრონიკული ხასიათი.
როგორია მკურნალობის მეთოდები?
• ანტიჰისტამინური პრეპარატები.
• ტოპიკური სტეროიდები.
• კანის მექანიკური გაღიზიანების თავიდან აცილება.
• მძიმე შემთხვევებში სხივური თერაპია.