
ჰერპეს ზოსტერი (Herpes zoster)
რა არის ჰერპეს ზოსტერი?
ჰერპეს ზოსტერი – ეს არის კანის ვირუსული ინფექცია.
რა იწვევს დაავადებას?
დაავადების გამომწვევს წარმოადგენს ჩუტყვავილას ვირუსი, რომელიც ჩუტყვავილას ინფექციის გადატანის შემდეგ ინახება ნერვულ განგლიაში. ვირუსის გააქტიურების ხელშემწყობ ფაქტორებს მიეკუთვნება: იმუნოსუპრესია, ემოციური სტრესი, რადიაცია, გაცივება, მოხუცებულთა ასაკი და სხვა.
როგორ გამოვლინდება დაავადება?
• გამონაყარის გაჩენამდე რამდენიმე დღით ადრე ვითარდება ნერვული პარესთეზია ( კანის მომატებული მგრძნობელობა), ტკივილი, ქავილი და წვის შეგრძნება.
• დამახასიათებელი ლოკალიზაციაა გულმკერდისა და ზურგის არე და სახის მიდამო.
• გამონაყარი წარმოდგენილია წითელ, ჰიპერემიულ ფონზე ჯგუფად დალაგებული ბუშტუკებით.
• დაზიანება ცალმხრივია.
• მძიმე შემთხვევებში ვითარდება კანის ნეკროზი და ჰემორაგიული ელემენტები.
• ხშირია ჰერპესისშემდგომი ნევრალგია, რაც იწვევს შრომისუნარიანობის შეზღუდვას. ტკივილი შესაძლოა იძლეოდეს გულმკერდის ან მუცლის ღრუს ორგანოების ტკივილის სიმულაციას.
• გამონაყარს ხშირად თან ა ხლავს ლიმფადენოპათია.
არის თუ არა გადამდები დაავადება?
ჰერპეს ზოსტერი გადამდები დაავადებაა. განსაკუთრებით მათთვის, ვისაც გადატანილი არა აქვს ჩუტყვავილა.
განკურნებადია თუ არა დაავადება?
დაავადება განკურნებადია.
როგორია მკურნალობის მეთოდები?
• ანტივირუსული საშუალებები.
• იმუნომაკორეგირებელი საშუალებები.
• ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები.
• პოსტჰერპესული ნევრალგიის დროს ტრიციკლური ანტიდეპრესანტები.
სასარგებლო რჩევები:
• დაავადების მკურნალობა უნდა დაიწყოს დროულად, პირველ 72 საათში, რათა თავიდან ავიცილოთ ნერვის დაზიანება.
• აუცილებელია მოსვენებითი რეჟიმი და პაციენტის იზოლაცია.
ძიება ვებ-გვერდზე
