
კონტაგიოზური მოლუსკი (Molluscum contagiosum)
რა არის კონტაგიოზური მოლუსკი?
კონტაგიოზური მოლუსკი - ეს არის კანის ვირუსული დაავადება, რომელიც ხშირია ბავშვთა ასაკში.
რა იწვევს დაავადებას?
კონტაგიოზური მოლუსკის გამომწვევია პოქსივირუსი.
როგორ გამოვლინდება დაავადება?
• დაავადება გამოვლინდება კანის ფერის, მცირე ზომის პაპულების გროვებით, შესაძლოა ერთეული გამონაყარიც.
• ხშირი ლოკალიზაციაა ტანსაცმლისაგან დაუფარავი ადგილები.
• პაპულების ზედაპირი პრიალაა, ცენტრში ჩაღრმავებით.
• არ ახასიათებს სუბიექტური ჩივილები.
• აქვს მოთეთრო ფერის ხაჭოსებრი შიგთავსი.
არის თუ არა გადამდები დაავადება?
კონტაგიოზური მოლუსკი გადამდები დაავადებაა. ვრცელდება დაზიანებული კანის კანთან კონტაქტით.
განკურნებადია თუ არა დაავადება?
დაავადება განკურნებადია.
როგორია მკურნალობის მეთოდები?
• კიურეტაჟი (შიგთავსის გამოღება).
• კრიოდესტრუქცია.
ძიება ვებ-გვერდზე
