Eng | Geo

ექიმი დერმატოლოგი
სოფო ლილუაშვილი
(+995) 551 51 23 40

ჩუტყვავილა (Varicella)

რა არის ჩუტყვავილა?

ჩუტყვავილა – ეს არის მწვავე, ინფექციური, გადამდები დაავადება.

რა იწვევს დაავადებას?

ჩუტყვავილას გამომწვევია ადამიანის ჰერპეს ვირუსი (HSV-3) . ჩუტყვავილა არის ვირუსის მწვავე ფაზა, ჰერპეს ზოსტერი კი – მისი რეაქტივაცია.

როგორ გამოვლინდება დაავადება?

• ინკუბაციური პერიოდი 14–16 დღე.
• პროდრომალური სიმპტომები: ცხელება, საერთო სისუსტე, გულისრევა, თავის ტკივილი.
• კანზე გამოხატულია ბუშტუკები, პუსტულები და ქერქები ერთდროულად.პირველად ჩნდება კვანძი,შემდეგ ყალიბდება პუსტულა და ბოლოს ქერქი, რომლის ჩამოვარდნის საშუალო დრო 7 დღეა.
• გამონაყარი იწყება სხეულიდან, ვრცელდება სახეზე, თავსა და კიდურებზე, ასევე ლორწოვან გარსებზე, პირის ღრუსა და გენიტალიუმში.
• ხშირია მეორადი ინფიცირება და ლიმფადენოპათია.

არის თუ არა გადამდები დაავადება?

ჩუტყვავილა გადამდებია და გადაცემის გზა ჰაერ–წვეთოვანია.

განკურნებადია თუ არა დაავადება?

დაავადება განკურნებადია, თუმცა ვირუსი ინახება ნერვულ განგლიაში და მისი გააქტივება ხდება ჰერპეს ზოსტერის სახით.

როგორია მკურნალობის მეთოდები?

    • მკურნალობა ძირითადად სიმპტომატურია (ანტიპირეტიული და ანტიჰისტამინური პრეპარატები).
    • მეორადი ინფექციის პრევენცია.
    • დაავადების მძიმე მიმდინარეობის დროს ანტივირუსული მკურნალობა.


ჩუტყვავილა ჩუტ ყვავილა