Eng | Geo

ექიმი დერმატოლოგი
სოფო ლილუაშვილი
(+995) 551 51 23 40

ჩვეულებრივი მეჭეჭი (Verruca vulgaris)

რა არის მეჭეჭი?

მეჭეჭი - ეს არის კანის ზედაპირული, ვირუსული წარმოშობის კეთილთვისებიანი დაზიანება.

რა იწვევს მეჭეჭს?

მეჭეჭის გამომწვევია ადამიანის პაპილომა ვირუსი (HPV). ხელშემწყობ ფაქტორებს მიეკთვნება კანის მექანიკური ბარიერის დარღვევა და მეჭეჭით დაზიანებულ კანთან უშუალო კონტაქტი.

როგორ გამოვლინდება დაავადება?

• მეჭეჭების უფრო ხშირი ლოკალიზაციაა კიდურები და საზარდულის არე.
• დაავადება გამოვლინდება კანის ფერის, ან მოყავისფრო ელფერის, მკვეთრი საზღვრების მქონე, ჰიპერკერატოზული , დისკრეტული , უხეში პაპულებით,ზედაპირზე გამოხატული შავი წერტილებით (თრომბოზული კაპილარები).
• არ ახლავს სუბიექტური ჩივილები.

არის თუ არა გადამდები დაავადება?

ვირუსული მეჭეჭები გადამდები დაავადებაა.

განკურნებადია თუ არა დაავადება?

დაავადება განკურნებადია.

როგორია მკურნალობის მეთოდები?

    • სალიცილის მჟავას შემცველი პრეპარატები ( 15 -50%), განსაკუთრებით ხშირად გამოიყენება ბავშვებში.
    • ელექტროდესტუქცია (ლოკალური ანესთეზიით).
    • კრიოდესტრუქცია.
    • ქიმიური მჟავით მოწვა.


მეჭეჭი მეჭეჭები