Eng | Geo

ექიმი დერმატოლოგი
სოფო ლილუაშვილი
(+995) 551 51 23 40

ჰერპეტიფორმული დერმატიტი (Dermatitis herpetiformis)

რა არის ჰერპეტიფორმული დერმატიტი?

ჰერპეტიფორმული დერმატიტი - ეს არის აუტოიმუნური ბუნების ქავანა დერმატოზი.

რა იწვევს დაავადებას?

ჰერპეტიფორმული დერმატიტი არის აუტოიმუნური ბუნების, დაკავშირებულია გლუტენის მიმართ სენსიტიურ ენტეროპათიასთან.

როგორ გამოვლინდება დაავადება?

• ახასიათებს შეუპოვარი ქავილი.
• გამონაყარის დამახასიათბელი ლოკალიზაციაა იდაყვების, მუხლების, დუნდულების და გავა–წელის მიდამო, თუმცა ხშირად აქვს გენერალიზებული ხასიათი.
• ახასიათებს ბუშტუკებისა და ნაკაწრების ჯგუფების განლაგება სიმეტრიულად.
• გამონაყარი შესაძლოა წარმოდგენილი იყოს ურტიკარული პაპულებით.
• პირის ღრუ არ ზიანდება.

არის თუ არა გადამდები დაავადება?

დაავადება გადამდები არ არის.

განკურნებადია თუ არა დაავადება?

დაავადება ქრონიკული ხასიათისაა, თუმცა სწორად დანიშნული მკურნალობა ამცირებს რეციდივებს, მიიღწევა ხანგრძლივი რემისია.

როგორია მკურნალობის მეთოდები?

    • კვების რაციონიდან გლუტენის შემცველი პროდუქტების ამოღება.
    • დაფსონი.


ჰერპეტიფორმული დერმატიტი ჰერპეტიფორმული დერმატიტი